FM97.5 / LIVE

სამოქალაქო დავა სასამართლოში სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ წინააღმდეგ

მთავარისამართალი 15.09.2015
სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ ხელმძღვანელები ახორციელებდნენ ზეწოლას მიმტანზე თუ თავად მიმტანი არ ასრულებდა ჯეროვნად მასზე დაკისრებულ მოვალეობას; რას ამბობენ მოწმეები და რაზე იმსჯელეს სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვისას.

სამოქალაქო დავა სასამართლოში სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ წინააღმდეგ

დღეს, 15 სექტემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის ნინო ბერიძის სამოქალაქო საქმის განხილვა გაიმართა. პროცესი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნინო ბერიძე, რომლიც „ჯინო ველნეს რაბათში“ მიმტანის პოზიციაზე მუშაობდა სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვს. მისი ინტერესების დამცველის იოსებ ხითარიშვილის განცხადებით, ბერიძე სასტუმროში 2013 წლიდან მუშაობდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სასტუმროს ხელმძღვანელობა შეიცვალა, თანამშრომლებზე და პირადად ბერიძეზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდებოდა, რაც ისე დასრულდა, რომ ბერიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„საქმეში დევს ცნობა, იმის შესახებ, რომ ბერიძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის განხორციელებასაც ჰქონდა ადგილი და სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში საქმის განხილვაცაა დაწყებული. „ჯინო ველნესში“ ირღვევა ადამიანის უფლებები“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ხითარიშვილმა.

მას დაეთანხმა ბერიძეც: „ვიდრე სასტუმროს მენეჯერად თეონა ჩოკოლაშვილს დანიშნავდნენ, ოთხი უფროსი გამოვიცვალე, არც ერთ მათგანთან პრობლემა არ მქონია, დღეს კი ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ გამოვლენ, დარწმუნებული ვარ მათზეც ზეწოლა ხორციელდება და სამსახურის დაკარგვის შიშით ჩვენების მიცემაზე უარს ვერ იტყოდნენ“.

სარჩელს არ ცნობს მოპასუხე მხარე. „ჯინო ველნეს რაბათის“ იურისტი მამია ბერიძე ამბობს, რომ მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ამას ამავე სასტუმროს მოქმედი თანამშრომლებიც დაადასტურებენ: „საერთოდ, როცა დასაქმებული დამსაქმებელს უჩივის, ძნელია იქ რიგითი თანამშრომელი დაითანხმო, რომ თანამშრომლის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. აქ პირიქითაა, რაც ძალიან გამიკვირდა, მოწმეები ადასტურებენ, რომ ნინო არ ასრულებდა შრომით ვალდებულებებს“.

ნინო ბერიძეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე სამი საყვედური წერილობით აქვს მიღებული. მოპასუხე მხარის კითხვაზე, მიმართა თუ არა ამ საყვედურების შესახებ ერთხელ მაინც ხელმძღვანელობას, მოსარჩელემ უპასუხა: „არა, იმიტომ, რომ ვიცოდი სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ. ვინც პროტესტი გამოხატა, ყველა იძულებული გახადეს სასტუმრო დაეტოვებინა“.

ბერიძისთვის გამოცხადებული სამი საყვედურიდან განსაკუთრებული განხილვის საგნად სამსახურში დაგვიანებით მისვლის გამო მიღებული საყვედური იქცა. როგორც მოსარჩელემ განმარტა, მას არანორმირებული სამუშაო განრიგი ჰქონდა: „თვეში ათი დღე ვისვენებდი, დანარჩენი ოცი დღის განმავლობაში, ათ დღეს სამსახურში ათ საათზე მივდიოდი,ათი დღე კი რვაზე, რომ დილით საუზმე გამეშალა. რაც შეეხება სამუშაო საათების დასრულებას, ის შეიძლება ერთი „სუტკაც“ გაგრძელებულიყო“.

მისივე განმარტებით, იმ დღეს, როცა დაგვიანების გამო საყვედური დაუწერეს, სამსახურში ათზე უნდა მისულიყო, თუმცა მისვლისას უთხრეს, რომ დაიგვიანა და ცხრაზე უნდა გამოცხადებულიყო.

„ხელშეკრეულებაში სამუშაოს დაწყების დროდ 9 საათია მითითებული, რატომ არ იცოდით ამის შესახებ?“ – ჰკითხა მოპაუხემ მოსარჩელეს.

„იმ დღეს მეც და სხვა თანამშრომელბიც 10–ზე ვიწყებდით მუშაობას. გადაამოწმეთ, დამიკავშირდა ვინმე და გამაფრთხილა, რომ იმ დღეს 9–ზე უნდა მივსულიყავი?!“ – უპასუხა მოსარჩელემ.

სასტუმროში რომ არანორმირებული სამუშაო განრიგია, ამაზე მოსარჩელე მხარის მოწმემ, „ჯინო ველნესის“ ყოფილმა მზარეულმა ნანა აიწურაძემაც ისაუბრა. მან ბერიძე დადებითად დაახასიათა, რაც შეეხება სასტუმროს მენეჯერს თეონა ჩოკოლაშვილსა და ბუღალტერს თამარ შაორშაძეს, მოწმის განცხადებით, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ეს აღარც კი უკვირდათ: „დილით შვიდ საათამდე მივდიოდით, ჩამოგვართმევდნენ ტელეფონებს, დაგვიკეტავდნენ კარს და თერთმეტამდე ვმუშაობდით. შაორშაძე ბუღალტერი იყო, მაგრამ ის განაგებდა ყველაფერს“.

არ დაეთანხმნენ აიწურაძეს „ჯინო ველნესის“ მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც მოპასუხე მხარის მოწმეებად დაიკითხნენ სასამართლოში. მზარეულმა ლარისა შუბითიძემ და დაცვის თანამშრომელმა გიორგი აიწურაძემ განაცხადეს, რომ სასტუმროში ხელმძღვანლებეთან მათ ცუდი დამოკიდებულება არ აქვთ, აქ სამუშაოდ კარგი გარემოა და დაძაბული ვითარება არც სხვა თანამშრომლებთან მიმართებაშია. მათივე განცხადებით, ხშირად პრობლემა ხდებოდა ბერიძის მხრიდან ის, რომ იგი სამუშაო საათებში ტელეფონზე საუბრობდა.

„სამსახურში ყოფნის დროს ტელეფონით სოციალური ქსელებითაც სარგებლობდა, ფეისბუქში იყო ხოლმე“, – განაცხადა აიწურაძემ.

მოსამართლე დაინტერესდა თუ რატომ არ არის ბერიძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დაწერილ ბრძანებაში მითითებული მისი დათხოვის საფუძველი, რაზეც მოპასუხემ განმარტა: „ეს პატარა ორგანიზაციაა და არ იყო აუცილებელი“.

როგორც სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებიდან გაირკვა, „ჯინო ველნეს რაბათის“ ბუღალტერი თამარ შაორშაძე, რომელსაც ბერიძე ზეწოლაში ადანაშაულებს, სასტუმროში აღარ მუშაობს.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „სამხრეთს კარიბჭე“ შაორშაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მან სამსახურიდან წამოსვლის ფაქტი დაგვიდასტურა: „აღარ მინდოდა ამ სასტუმროში მუშაობა და საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვედი“.

მომავალი სასამართლო სხდომა „ჯინო ველენეს რაბათის“ წინააღმდეგ 22 სექტემბერს 10:00 საათზე გაიმართება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა
"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
სასამართლომ 'ჯინო ველნესის' ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო
სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
„ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სამი საჩივარი სასტუმრო „ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ