FM97.5 / LIVE

ახალციხეში ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 28.09.2015
რას წარმოადგენს ევროინტეგრაცია და რა მითები არსებობს ევროინტეგრაციის შესახებ – ამ თემაზე ახალციხეში ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ახალციხეში ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალციხეში გაიმართა სემინარი თემაზე: “მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“.

„სემინარის მთავარი თემაა ევროკავშირთან ინტეგრაცია, ის პოზიტივი, რაც შეიძლება ინტეგრაციამ მოგვიტანოს. ასევე შევეხეთ იმ მითებს, რომელიც სამწუხაროდ ამ თემის გარშემო არსებობს“, - ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებსა და წესებზე, ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რეგიონებისთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობებზე, ასევე რეფორმებზე სოფლის მეურნეობის სფეროში და სურსათის უვნებლობის საკითხებზე.

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში გავრცელებულია არაერთი არასწორი ინფორმაცია და მითები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ევროინტეგრაცია. თითქოს გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ტრადიციებთან, ქართულ კულტურასთან, არსებობს რაღაც საფრთხეები და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ასოცირების შეთანხმება, რომელიც საქართველომ ერთი წლის წინ გააფორმა, ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა“, – ამბობს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მრჩეველი ნოდარ ტანგიაშვილი და ამატებს, რომ გარდა ამისა არსებობს მითები იმის შესახებ, რომ თითქოს ეს წინააღმდეგობაში მოდის რუსეთთან ურთიერთობისას, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

შეხვედრას ადიგენის, ასპინძის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ასევე სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში
რაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ ბერლინში, საქართველო–გერმანიის ფორუმზე
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ – შევედრა ახალციხეში