FM97.5 / LIVE

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.11.2016
30 ნოემბერს, ახალციხეში, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ადგილობრივებს ბოლო წლის მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს.

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 11:30 საათზე დაიწყება. აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები საკუთარი მუშაობის შედეგებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნობს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) 2014 წლის ნოემბრიდან ახორციელებს 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“ (ACCESS). პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა. პროექტს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

მონაწილეები ასევე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ EWMI ACCESS-ის საგრანტო კონკურსზე, რომელიც რეგიონული ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე სამოქალაქო სექტორში და საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ACCESS–ს დაეხმარება თავისი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად მოარგოს საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს.
შეხვედრაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციური გზები – პრეზენტაცია ახალციხეში
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
რეგიონში მომუშავე არასამთავრობოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა