FM97.5 / LIVE

მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ – შევედრა ახალციხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 01.03.2018
ქვეყნის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ევროკავშირთან მიმართებაში და ასევე, ევროინტეგრაციის შესახებ არსებულ მითებზე იმსჯელეს ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე.

მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ – შევედრა ახალციხეში

დისკუსია ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკნფერენციო დარბაზში შედგა და მას არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დახმარების პროგრამები, ევროკავშირთან დაკავშირებული მითები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები და უვიზო მიმოსვლა – ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი მიმართულებები“, – განმარტა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი გოგუაძემ.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ნაწილს ევროკავშირზე მცდარი წარმოდგენა აქვს.

„საუბრობენ, რომ ევროკავშირი ბევრს არაფერს აკეთებს და მისი დახმარების პროგრამები არ არის მნიშვნელოვანი. თანხა კი არ მიდის ხალხთან და არამედ ვიღაცეების ჯიბეში, ეს არის სტერეოტიპი და მითი. კიდე ერთი მითია, როცა ფიქრობენ, რომ ევროკავშირი ისე არ დაგვეხმარება, რომ სამაგიეროდ არაფერი წაგვართვას. სინამდვილეში ხომ პირიქითაა, ევროკავშირი ცდილობს ჩვენი კულტურული იდენტობა შევინარჩუნოთ“, – ამბობს გიორგი გოგუაძე და ამატებს, – „საზოგადოებამ არგუმენტირებულად და კრიტიკულად უნდა შეაფასოს ქვეყნის საგარეო კურსი და მივიდეს ჭეშმარიტებამდე, – რატომ ავირჩიეთ ევროპა, როგორც ჩვენი ოჯახი“.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის
ინიციატივით, საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანამშრომლობით. მსგავსი შეხვედრა მოეწყო ასევე ახალქალაქში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველო და ნატო – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
ევროკავშირი და საქართველო – სასწავლო შეხვედრა ახალციხეში
უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა, თავშესაფრის მოთხოვნა – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს