FM97.5 / LIVE

ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ

მთავარისაზოგადოება 27.09.2015
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალციხეში გაიმართება სემინარი თემაზე: “მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“.

ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
სემინარი-დისკუსია - “მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“ 28 სექტემბერს, 14:30 სთ-ზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

სემინარის თემებია: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები და წესები, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობები რეგიონებისთვის, რეფორმები სოფლის მეურნეობის სფეროში და სურსათის უვნებლობლობის საკითხები.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარს დაესწრებიან რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები.

სემინარის ბოლოს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. გაიმართება თავისუფალი დისკუსია იმ კითხვების შესახებ, რომლებიც ხშირად ჩნდება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ გამართავს ვებგვერდის „ევროკომუნიკატორის“ პრეზენტაციას, რომელიც ევროინტეგრაციის თაობაზე გაჟღერებული მითების საპასუხოდ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში იმართება, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ – შევედრა ახალციხეში
ადიგენში ევროინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა [R]
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
‘პროპაგანდას სიმართლით დავუპირისპირდებით’– ახალი პროექტი ევროინტეგრაციის შესახებ
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს