FM97.5 / LIVE

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.11.2016
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI) ახალციხეში, ადგილობრივებს, ბოლო წლის მუშაობის შედეგები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 30 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ეკა იმერლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია დონორმა ორგანიზაციებმა ყოველწლიური ანგარიში წარუდგინონ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც თავად აფინანსებენ.

შეხვედრაზე ეკა იმერლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ჩვენ უკვე მესამე წელია ვატარებთ ასეთ შეხვედრებს და ვისმენთ ორგანიზაციების შეკითხვებსა და რეკომენდაციებს, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა პროექტებზე კორექტირებები ისე, რომ მათთვის მიმზიდველი გახდეს“, - ამბობს ეკა იმერლიშვილი.

შეხვედრაზე, ასევე გაიმართა დისკუსია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ძირითადად გრანტებთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერსედნენ.

საუბარი შეეხო საგრანტო პროგრამებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასაც.

„დღევანდელ შეხვედრაზე დონორ ორგანიზაციასთან, ჩემი რეკომენდაცია ის იყო, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებს მოგვეცეს საშუალება გავხდეთ განმახორციელებელი ორგანიზაციები რეგიონში და აღარ ვიყოთ ცენტრალური ორგანიზაციების პარტნიორები“, -ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.

დღესვე ეკა იმერლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ორი საგრანტო პროექტი გააცნო, რომლებზეც კონკურსი მიმდინარე თვეში გამოცხადდა.
იმერლიშვილის განცხადებით, ორივე მათგანი ეხება, ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსა და კვლევებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) 2014 წლის ნოემბრიდან ახორციელებს 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“ (ACCESS). პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
რეგიონში მომუშავე არასამთავრობოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ცესკოს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს
ახალციხეში არასამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობაზე მსჯელობენ
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს