FM97.5 / LIVE

რაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ ბერლინში, საქართველო–გერმანიის ფორუმზე

მთავარიპოლიტიკა 27.04.2016
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში გამართული რიგით მეხუთე საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში.

რაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ ბერლინში, საქართველო–გერმანიის ფორუმზე

ფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის სამუშაო სესიაზე: „გერმანიის ხედვა საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესებზე“ დავით ბაქრაძემ ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებების, ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების გასამტკიცებლად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰაინც-იოახიმ ბარხმანთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და
ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან ანდრეას პეშკესთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და პერპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს. აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი.

ასევე, გერმანული მხარის წარმომადგენლება დაადასტურეს გერმანიის მთავრობის მზაობა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე.

„შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში მიმდინარე იმ რეფორმების პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც კონკრეტული სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, უახლოეს მომავალში ვიზლიბერალიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაციაც გაიმართა. საქართველოს საელჩოში მოწვეულ სტუმრებს კრებული ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ, ასევე, მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ წარუდგინეს", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ევროპული გზები“ ცნობილი ავტორების მიერ მომზადებული ესეების კრებულია, რომელიც მკითხველს საქართველოს ევროპული კუთვნილების თავისებურებებს უზიარებს, ხსნის საქართველოს სწრაფვას დაუბრუნდეს ერთიან ევროპულ ოჯახს.წერილებში აღწერილია ევროპის პოლიტიკურ-კულტურული და ესთეტიური კავშირები ქართულ საზოგადოებასთან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელია ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება [R]
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
'მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ' – კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ
საქართველომ ნატოში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა