FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ

მთავარიეკონომიკა 22.09.2015
რა პროგრესს მიაღწეს მუნიციპალიტეტებმა გასულ წელს რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულებაში და რა იგეგმება წელს –სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მუშაობენ.

სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ

სტრატეგიული გეგმის განახლებაზე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოებისა (GIZ) და პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ.

„მეორე წელია, რაც აღნიშნულ გეგმაზე ვმუშაობთ. წელს გაცილებით დახვეწილია ეს პროცესი, რამდენადაც განმეორებით ხდება ამ გეგმის შემუშავება. შემუშავებულია შესაბამისი მეთოდოლოგია და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რომლის მიხედვითაც ამ პროცესის ინიცირება და შემდგომ უკვე გეგმის განახლება ხდება. შარშან ჩადებული პროექტებს გადავხედავთ და ახალ პროექტებს დავგეგმავთ“, – ამბობს „გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა კავკასიაში“ პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც 2017 წლამდეა გაწერილი, 2014 წელს დაამტკიცეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ იმ პროგრესს, რასაც მუნიციპალიტეტებმა წინა წლის სამუშაო გეგმის შესრულებაში მიაღწიეს. ამ პროგრესის შესაბამისად უნდა დავგეგმოთ ის ძირითადი საქმიანობები, რასაც 2016–2017 წელს განახორციელებენ“, – ამბობს პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის წარმომადგენელი ვანო თავაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ