FM97.5 / LIVE
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს

ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს

მთავარიეკონომიკა 20.03.2014
20 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, რეგიონის განვითარების სტრატეგია და რეგიონული განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხილვას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, მხარისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირები, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, რეგიონში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დოკუმენტში, რომელზე მუშაობაც 2012 წლიდან დაიწყო, მოცემულია რეგიონის განვითარების პერსპექტივები ოთხი მიმართულებით: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, სოციალური განვითარება და ჯანდაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა.

„ამ ოთხი მიმართულების შესაბამისად, ცალკეული სამინისტროების წარმომადგენლებს ვთხოვეთ, ჩამოსულიყვნენ და ესაუბრათ, რა გეგმებია კონკრეტული დარგების მიხედვით საქართველოში და როგორია სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვა“, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.

სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნული სამინისტროს წარმომადგენლის, ლამარა ბერიძის თქმით, 2010-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე, რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა პირველად იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში შემუშავდა, შემდეგ კი საქართველოს დანარჩენ შვიდ რეგიონში.

რეგიონული განვითარების სტრატეგიის შედგენის პროცესის ექსპერტული, ტექნიკური და ინფორმაციული მხარდაჭერა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) უზრუნველყო. ამავე მიზნით აღნიშნულმა ორგანიზაციამ ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია – პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი(PMCG) დაიქირავა, რომლის კონსულტანტებმაც საწყის ეტაპზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებსა და წევრებთან ერთად სიტუაციური და ფაქტორული ანალიზის შედგენაში მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ კი ფასილიტაცია გაუწიეს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას ხედვისა და განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების შესამუშავებლად.

„საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ამ კუთხით და საბოლოო ჯამში მიღებულია დოკუმენტი, რომელიც განხილული იყო ჯერ ადგილობრივ დონეზე, შემდეგ კი ცენტრალურ დონეზე, ასევე მინისტრთა კაბინეტში. შემდეგ მიღებული და დამტკიცებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ. დოკუმენტი განსაზღვრავს რეგიონის განვითარების გეგმას, სტრატეგიულ ამოცანებს, საით უნდა წავიდეს რეგიონი დღეიდან 2021 წლამდე“, - ამბობს ”გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა კავკასიაში” პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამის შემდგომ მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელშიც რეგიონში დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები გაიწერება.

„წლების მიხედვით უნდა დავსახოთ, რას და როგორ გავაკეთებთ“, - ამბობს მარინა გაჩეჩილაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა