FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს

მთავარისაზოგადოება 11.04.2013
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რეგიონი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს. ამ საკითხებზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის განხილვას ეკონომიკის, სოციალური განვითარების, სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფებისა და რეგიონული საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა.

”ამ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულია რეგიონული გავითარებისა და ინსრასტრუქტურის სამინისტრო. ეს იყო შემაჯამებელი შეხვედრა იმ სამუშაოებისა, რომელიც დღემდე იქნა გაწეული. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა თემატური ჯგუფები ესწრებოდნენ, სადაც მოხდა გარკვეული კოორდინირება და სტრატეგიის საბოლოო კონტურების ჩამოყალიბება”, - განმარტავს საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიროგი წაქაძე.

ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფების შეხევდრის ჩატარება იმიტომ გადაწყდა, რომ თითოეულ ჯგუფს მომავალში ერთიანი ხედვა ჰქონდეს ჩამოყალიბებული და ყველამ იცოდეს რა პრიორიტეტები გამოიკვეთა ამა თუ იმ მიმართულებით.

”ამ შეხვედრის შემდგომ, როცა უკვე ჩამოყალიბებული და განხილული იქნება პრიორიტეტები, უშუალოდ მოხდება რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის პირველადი ვერსიის ჩამოყალიბება, შემუშავება. რომელიც შემდგომ რეგიონული განვითარების საბჭოს გადაეგზავნება. ეს პროცესი და დოკუმენტი ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის ღია იქნება და მასში ცვლილებებისა და კორექტივების შეტანა მომავალშიც იქნება შესაძლებელი”, - განმარტავს ”გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა კავკასიაში” პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი.

მას შემდეგ, რაც დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება. რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს.

”დამტკიცების შემდგომ კი ეს დოკუმენტი იქნება უკვე რეგიონის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს რეგიონის შემდგომი განვითარება. სტრატეგიული გეგმა ხუთწლიანი იქნება, ანუ ხუთი წლის განმავლობაში იქნება ჩამოყალიბებული ხედვა, საითკენ უნდა წავიდეს რეგიონი და როგორი უნდა იყოს მისი შემდგომი განვითარება”, - ამბობს არჩილ ჟორჟოლიანი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ