FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ

მთავარიეკონომიკა 21.03.2013
რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმის შესამუშავებლად, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა.რამდენიმე დღის განმავლობაში დოკუმენტი დეტალურად უნდა განიხილონ სხვადასხვა მიმართულების სამუშაო ჯგუფებმა.

სტრატეგიული გეგმა დღეს, 21 მარტს, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ჯგუფმა განიხილლა. ხვალ კი სასოფლო-სამეურნეო, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ჯგუფები გაეცნობიან.

”ოთხივე მიმართულებით შემუშავებულია გარკვეული ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ რა პოტენციალი გააჩნია რეგიონს, რა სუსტი მხარეები არსებობს და სად არის საჭირო დამატებითი ყურადღების მიქცევა”, - განმარტავს ”გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა კავკასიაში” პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი.

აღნიშნულ ჯგუფებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალტეტის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული.

რეგიონული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო.

”სამუშაო ჯგუფებთან მომდევნო შეხვედრა სავაურაუდოდ აპრილში შედგება, რომელზეც განიხილავენ კონკრეტულად რა პრიორიტეტები შეიძლება გამოიკვეთოს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ამის შემდეგ რეგიონული განვითარების საბჭო შეიკრიბება და საბოლოო დოკუმენტზე ჩამოყალიბდება, - ამბობს არჩილ ჟორჟოლიანი და ამატებს, რომ თუ აღნიშნულ დოკუმენტს რეგიონული საბჭო მოიწონებს, იგი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება: ხოლო, სამინისტრო, თავის მხრივ, კომენტარების არარსებობის შემთხვევაში, რეგიონის განვითარების სტრატეგიას დასამატკიცებლად სამთავრობო დონეზე წარადგენს”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ
საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა