FM97.5 / LIVE
კიდევ ერთხელ განიხილეს">

რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება

მთავარიეკონომიკა 08.05.2013
სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ჯგუფებმა კიდევ ერთხელ განიხილეს

რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
აღნიშნული ჯგუფების სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს, როგორ უნდა განვითარდეს რეგიონი ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. სასოფლო-სამეურნეო, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ჯგუფების სამუშაო შეხვედრა კი პარასკევს გაიმართება.

”ძალიან მნიშვნელოვანია ის სფერო, როგორიც არის რეგიონული ეკონომიკა, მასში ოთხი მიმართულება შედის, ეს არის ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები და წარმოება. ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს რეგიონში სტატისტიკის სამსახური გაუქმებულია, ამდენად თოთოეულ ჯგუფს ძალიან დიდი შრომა დასჭირდა, რომ ეს ინფორმაცია მოგვეძიებინა”, - განმარტავს ეკონომიკის განვითარების ჯგუფის წევრი თინა გელაშვილი.

რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა. განხილვაში მონაწილეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ. სამხარეო ადმინისტრაციაში ოთხი სამუშაო ჯგუფია შემქნილი, რომელიც რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობენ.

”ეს არის ამ სამუშო ჯგუფების ბოლო, შემაჯამებელი შეხვედრა. რის შემდგომაც დაიდება სტრატეგია, რომელიც განხილული იქნება რწმუნებულისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ხოლო შემდგომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიგზავნება დასამტკიცებლად”, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გელა დემეტრაძე და ამატებს, რომ ეს დოკუმენტი იქნება მომავალი მუშაობის განმსაზღვრელი, როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის, ასევე სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.

რეგიონული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. გეგმის შემუშავების შემდგომ დოკუმენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება, ხოლო შემდგომ სამინიტრო დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს.

”დღეს იყო სტრატეგიულ მიზნებზე, ამოცანებზე და შედეგებზე გასვლა, ანუ ერთობლივად შემუშავდა ის საკითხები, რაზეც უნდა მოხდეს საბოლოოდ სტრატეგიული დოკუმენტის ჩამოყალიბება. საბოლოო ვარიანტი ორი კვირის ვადაში უნდა იყოს შემუშავებული, რომელსაც უკვე რეგიონის განვითარების სტრატეგიის პირვანდელი სახე მიეცემა”, - ამბობს ”გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა კავკასიაში” პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი და ამატებს, რომ აღნიშნული გეგმის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ რა ძლიერი მხარეები გააჩნია რეგიონს, რა პოტენციალი აქვს და მწირი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე როგორ შეიძლება მისი გამოყენება, რომ სტრატეგიული გეგმის მოქმედების დასრულების შემდეგ უკვე რეალური შედეგები არსებობდეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ
საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა