FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს

მთავარისაზოგადოება 13.11.2014
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობენ. დღეს, 13 ნოემბერს რეგიონის საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრები იმართება.

სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის ხელსეწყობის, ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების, განათლებისა და კულტურის, ასევე, გარემოს დაცვის კუთხით შექმნილი სამუშაო ჯგუფები სამცხე–ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დღეს იმ პროექტებს წარმოადგენენ, რომლებიც მომავალში რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში იქნება შესული.

„ამ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ხდება კონკრეტული სამუშაო ჯგუფების მიერ პროექტების წარმოდგენა, ამ პროექტების განხილვა და მათი შეფასება. შესაბამისად მოხდება ამ პროექტების შერჩევა და პრიორიტეტების მიხედვით რანგირება“, – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ოთარ კონჯარია.

ის პროექტები, რომლებსაც სამუშაო ჯგუფები წარადგენენ გაიფილტრება და საბოლოოდ პრიორიტეტები რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში აისახება.

„ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ გადაწყდება, თუ რომელი პროექტის ასახვა უნდა მოხდეს საბოლოოდ რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმაში. ასევე, იქნება გადაწყვეტილი რა ტიპის პროექტებს მიენიჭება პრიორიტეტი“, – ამბობს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა კავკასიაში” პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის მარინა გაჩეჩილაძის თქმით, რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა არ იქნება მხოლოდ დოკუმენტი.

„ამ გეგმის შემუშავებაში ჩართულია ყველა ის სამსახური, ვისაც შეიძლება რაიმე ვკითხოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება დოკუმენტი დოკუმენტისთვის, ამას ამტკიცებს გუბერნატორის საბჭოც, ამის შემდეგ დოკუმენტი სამინისტროში გაივლის აპრობაციას და მერე მოხდება ამ გეგმის მიღება მთავრობის მიერ“, – ამბობს მარინა გაჩეჩილაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს