FM97.5 / LIVE
მიმდინარე პროცესზე პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე აცხადებს, რომ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს და ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.">

პოლიცილების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე აცხადებს, რომ ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან

მთავარისამართალი 08.09.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე აცხადებს, რომ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს და ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.

პოლიცილების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე აცხადებს, რომ ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან

„გასაიდუმლოებულ ციხეში ვზივარ, სადაც მიზანმიმართულად ხდება ყველაფერი. დღემდე აკრძალული მაქვს განცხადებების გაკეთება. იქ სადაც მე ვარ, არ არსებობს სოციალური სამსახური“, – განაცხადა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე.

ბრალდებული აცხადებს, რომ 6 თვეა ერთი და იგივე ტანისამოსით დადის: „დამეხა და მთელი ზაფხული „პროსტინაში“ გავატარე. 119–ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი. პროსტინით და ქვედა საცვლის გარეშე პროცესზე ვერ მოვიდოდი. წითელ პარასკევს გამხადეს სამოსი და სხვისი ჩამაცვეს, რაც სეზონის შესაფერისი არ იყო და დღემდე მაცვია. უუფლებო მდგომარეობაში ვარ, 6 თვეა ფრჩხილები არ დამიჭრია, მაღაზიით სარგებლობა მეკრძალება“.

შალვა აბულაძე ირწმუნება, რომ ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან და ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძონ: „9–ჯერ უვადო პატიმრობა ვერ დამაყრევინებს ფარხმალს, მე ადამიანების მტერი არ ვარ“.

აბულაძე ამბობს, რომ მისი მრავალჯერ ნასამართლევობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც არასწორია: „მხოლოდ ერთხელ ვარ ნასამართლევი ადრეულ, ყრმობის ასაკში და ის გაქარწყლებული მაქვს. როგორ ჩავბარდებოდი პოლიციელს, რომელიც 19 წლის გოგოს აწამებდა. 67 წლის მამიდაჩემი მძევლად ყავდათ აყვანილი, მე რომ ჩავბარებოდი. პოლიციელი, რომელიც ბორჯომში გარდაიცვალა, გასარკვევია ჩემი ტყვიით გარდაიცვალა თუ ექიმების დაუდევრობით".

შალვა აბულაძე ამბობს, რომ 11 სექტემბერს, მაშინ როდესაც ბადრაგს თბილისის სასამართლოში მიჰყავდა, მანქანაში ცემეს: "მეუბნეოდნენ რატომ არ აღიარე, რომ პოლიციელები სცემეო“.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს, 8 სექტემბერს, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს. დღეს პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება. სასამართლო სხდომა 16:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა, ბრალდებულისა და ადვოკატების დაგვიანების გამო მოგვიანებით დაიწყო. საქმეს მოასამართლე გოჩა ჯეირანაშვილი განიხილავს.

სასამართლო დარბაზსაც და შენობის მიმდებარე ტერიტორიასაც გაძლიერებული დაცვა იცავს.

სასამართლო პროცესს ბრალდებულის ახლობლები და მეგობრებიც ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე განაჩენამდე წიგნის გამოცემას აპირებს
გრძელი წვერი, ფრჩხილები და თმა – ადვოკატების თქმით, შალვა აბულაძეს ციხეში აწამებენ
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს