FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს

მთავარისამართალი 17.07.2015
დღეს, 17 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის პროცესზე მოპასუხე მხარის შვიდი მოწმე დაკითხეს.

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს

შვიდივე მოწმე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. მოწმების დაკითხვა სასამართლოში 5 საათს გაგრძელდა.

პირველი მოწმე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია იყო. ძაძამია იმ სხდომას ხელმძღვანელობდა, რომელზეც ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.

მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე რეგისტრაცია 27–მა დეპუტატმა გაიარა. იმ დღეს, დღის წესრიგში 13 საკითხი იყო. ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა 21–მა დეპუტატმა მიიღო, აქედან 17 მომხრე იყო, 4 წინააღმდეგი.

თამაზ ძაძამიას შემდეგ, ჯერ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შალვა გავაშელი, შემდეგ კი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მუხრან ხარშილაძე დაკითხეს. როგორც ხარშილაძემ განაცხადა, დღის წესრიგში 12 საკითხი იყო შეტანილი, მეცამეტე საკითხად ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი შეიტანეს. ზუსტად როდის დაამატეს საკითხი, ხარშილაძემ ვერ დააკონკრეტა. მისი თქმით, საკრებულოს სხდომას ბიუროს სხდომა უსწრებდა, რომელზეც მხოლოდ 4 საკითხი განიხილეს.

ამის შემდეგ საკრებულოს დეპუტატები: იმედა ხომასურიძე, ალექსი გიგოლაშვილი, ალექსი ენდელაძე და ბაგრატ ხოზრევანიძე დაიკითხნენ.
ალექსი გიგოლაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ფაქტზე, რის გამოც ლევან ლობჯანიძის თავმჯდომარეობის პერიოდში საყვედური მიიღო. გიგოლაშვილი ამბობს, რომ შვილი შეეძინა, რის გამოც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა.

„იმის გამო, რომ მე თქვენი საკითხი დავაყენე საკრებულოს სხდომაზე, თქვენ ჩემი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა დაგეყენებინათ?“ –ჰკითხა გიგოლაშვილს ლევან ლობჯანიძემ. რაზეც გიგოლაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი.

დეპუტატებმა დაკითხვისას ლევან ლობჯანიძის თანამშრომლებთან ურთიერთობაზეც ისაუბრეს. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ლობჯანიძეს მათთან ხისტი დამოკიდებულება ჰქონდა.

„მომთხოვნი იყო, მაგრამ ხისტი მომთხოვნი. ბევრ შემთხვევაში უმრავლესობის აზრს იგნორს უკეთებდა“, – აღნიშნა თამაზ ძაძამიამ.
საკრებულოს დეპუტატებმა იმ ოთახზეც ისაუბრეს, სადაც კენჭისყრა ჩატარდა. მათი თქმით, ოთახი იყო იზოლირებული, მართალია მას ორი კარი ჰქონდა, მაგრამ ერთი კარი ჩაკეტილი იყო, რაც თავად შეამოწმეს.

თამაზ ძაძამიას თქმით, კენჭისყრის მსვლელობის დროს რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, ამას „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი“ მაინც იტყოდა, რომელიც კენჭისყრის პროცესს როგორც დამკვირვებელი ისე ესწრებოდა. ძაძამია, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მოწმეები ამბობენ, რომ ყუთი, რომელშიც ბიულეტენები იყრებოდა, დალუქული იყო.

მოწმეებმა ჟურნალისტების საკითხზეც ისაუბრეს. ისინი ზუსტად ვერ ასახელებენ როდის შევიდნენ ჟურნალისტები საკრებულოს სხდომაზე.
მომდევნო სასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 31 ივლისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ლობჯანიძე ადგილობრივ ხელისუფლებას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მოსარჩელე მხარე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის შედეგებისა და ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის ბათილად ცნობას ითხოვს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოსარჩელე მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება
ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო