FM97.5 / LIVE

სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 24.08.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმემის განხილვა დასრულდა. მოსამართლემ ლობჯანიძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ლობჯანიძის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. გარდა ამისა, ბათილად იქნა ცნობილი ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც. ასევე, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლევან ლობჯანიძეს განაცდური საათების ყოველთვიური საფასური უნდა გადაუხადოს.

"რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად", – ამბობს ლევან ლობჯანიძე.

როგორც მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, სამქეში მთავარი დარღვევა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შეცვლა და კენჭისყრის პროცედურის ფარულობის დარღვევა იყო.

სასამართლო სხდომას არ დასწრებია მოპასუხე მახრე, თუმცა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი სასამართლოს შენობაში იმყყოფებოდნენ. მათი თქმით, ისინი ზუსტად 10:30 წუთზე გამოცხადდნენ, როცა სხდომა იყო ჩანიშნული. თუმცა, სხდომა უკვე დაწყებული დახვდათ.

"ჩვენ ვიცოდით, რომ 10:30 წუთზე იწყებოდა და ამ დროს მოვედით, მაგრამ ალბათ ერთი წუთით ადრე დაიწყო", – განაცხადა გამგეობის იურისტმა.

მოსარჩელე მხარეს იმედი აქვს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ. თუმცა, თავად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი შავლეგ ტყემალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

"უახლოეს დროში, როგორც კი ჩაგვბარდება გადაწყვეტილება აუცილებლად გავასაჩივრებთ", – ამბობს შავლეგ ტყემალაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ