FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს

მთავარისამართალი 18.06.2015
დღეს, 18 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეზე, ახალციხის სასამართლოში მოსარჩელე მხარის ოთხი მოწმე დაკითხეს.

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს

ადიგენის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ლობჯანიძემ სასამართლოს ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ მიმართა. ლობჯანიძეს მიაჩნია, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება უკანონო იყო და ადგილი ჰქონდა მთელ რიგ პროცედურულ დარღვევებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ჯერ ახსნა–განმარტებები წარადგინეს, შემდეგ კი კითხვა–პასუხის რეჟიმზე გადავიდნენ.

ამის შემდეგ მოწმეების დაკითხვა დაიწყო. სხდომაზე ოთხი მოწმე. ადიგენის საკრებულოს დეპუტატები დაკითხეს.

მოწმეებმა ყურადღება იმ დღეზე გაამახვილეს, რა დღესაც ლობჯანიძეს იმპიჩმენტი

„აქ იყო ყურადღება გამახვილებული კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, რაც არის ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, იმასთან მიმართებაში, რომ ლევან ლობჯანიძის გადაყენების საკითხი იყო კანონის დარღვევით ჩატარებული. ასევე მოწმეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ თითქოს ბატონი ლევანი უშლიდას ხელს საკრებულოს მუშაობაში, მაგრამ ჩვენი მოწმეებიც და სხდომის ოქმებიც ადასტურებს, რომ ასე არ იყო“, – ამბობს ლევან ლობჯანიძის ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი.

თავად ლევან ლობჯანიძე აცხადებს, რომ იმის გამო რომ მოწმეები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან იყვნენ, მის მიმართ ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს: „მოსამართლის გადასაწყვეტია სიმართლე ითქვა იქ თუ არა“.

მოსარჩელე მხარეს არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და აცხადებს, რომ მოწმეების ჩვენებები საწინააღმდეგო იყო.

„სასარჩელო მხარე ძირითად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. კანონიერად, რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარდა ყველა პროცედურა და ამას ჩვენ ჩვენი მოწმეებითა და მტკიცებულებებით დავადასტურებთ“, – განმარტავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ახალკაცი და ამატებს, – „ერთი მოწმე ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგში შეტანილი იყო 9 საკითხი, მეორე ამბობს 12–ს, მესამე ისევ 9–ს. ასე რომ, არის რაღაც საკითხები, რომლებსაც დავაფიქსირებთ საპაექრო სიტყვაში“.

მოსარჩელე მხარის მოწმეების დაკითხვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დასრულებულა. ხუთსაათიან სხდომაზე ოთხი მოწმე დაიკითხა, მოსარჩელე მხარეს დასაკითხი კიდევ ოთხი მოწმე ჰყავს. მათ შორისაა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი თაკო ფეიქრიშვილი, რომელიც იმ დღეს საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს. შვიდი მოწმე ჰყავს დასაკითხი მოპასუხე მხარეს.

მომდევნო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 22 ივნისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოსარჩელე მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა დაიწყო
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა