FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება

მთავარისამართალი 31.07.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მხარეებმა საპაექრო სიტყვები წაიკითხეს. მომავალ სხდომაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმე დღეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების საპაექრო სიტყვებით გაგრძელდა.

სასამართლოს სხდომაზე თავდაპირველად მხარეების მიერ წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე ისაუბრეს. სხდომაზე ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი თითქმის ერთი და იგივე შინაარსის ვიდეო მასალა აჩვენეს. ვიდეოში ადგილობრივი ტელეკომპანია მე–9 არხის სიუჟეტი იყო, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 მარტის სხდომას შეეხებოდა. სწორედ აღნიშნულ სხდომაზე საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.

ამის შემდეგ მხარეებმა საპაექრო სიტყვები წარმოსთქვეს. მათ ამისთვის 30 წუთი ჰქონდათ. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ საპაექრო სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ლობჯანიძის გადაყენების დროს ირიბი დისკრიმინაცია განხორციელდა.

„ასევე ყურადღება გავამახვილეთ პროცედურულ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლევან ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და იმედა მღებრიშვილის არჩევის დროს. ყურადღება გამახვილდა დასაბუთებულობის არ არსებობაზეც“, – განმარტავს ლევან ლობჯანიძის ადვოკატი, საია–ს წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი.

რაც შეეხება მოპასუხე მახრეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ახალკაცი განმარტავს, რომ საპაექრო სიტყვაში ძირითადი ყურადღება მოწმეთა ჩვენებებზე გაამახვილეს. მისი თქმით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს სასამართლოს.

„ასევე ვისაუბრე იმაზეც, რომ ჩვენმა მოწმეებმა მისცეს ერთმანეთთან დაკავშირებული, შეჯერებული ჩვენებები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ. ასევე ვისაუბრეთ, ჩვენს მიერ და მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეოზე. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო არის დამუშავებული და ამოჭრილია ის კადრები, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებენ, ხოლო ჩვენ წარვადგინეთ მთლიანი ვერსია, რაც ტელევიზიის საიტზე დევს“, – ამბობს გიორგი ახალკაცი და ამატებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ კადრებში ამოჭრილია ის კადრები, სადაც ჩანს დეპუტატების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. ამ სიაში ნათლად ჩანს, რომ 27 დეპუტატის ხელმოწერაა.

გიორგი ახალკაცი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ვიდეოში ჩანს ის ორი დეპუტატი, რომლებზეც მოსარჩელე მხარის მოწმემ განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ.

სასამართლო სხდომა მხარეების რეპლიკებით დარსრულდა. რეპლიკა გამოთქვა სხდომათა დარბაზში მყოფმა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამიამაც, რის გამოც მას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას 24 აგვისტოს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ლობჯანიძე ადგილობრივ ხელისუფლებას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მოსარჩელე მხარე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის შედეგებისა და ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის ბათილად ცნობას ითხოვს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა დაიწყო
ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო