FM97.5 / LIVE

'ქალები სამართლიანობისათვის' სამცხე–ჯავახეთში ქალებს ატრენინგებს

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 17.07.2015
ქალაქ ახალციხესა და ასევე, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ქალებს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ ასწავლის როგორ გახდნენ ლიდერები.

'ქალები სამართლიანობისათვის' სამცხე–ჯავახეთში ქალებს ატრენინგებს

ტრენინგი დღეს, 17 ივლისს ახალციხეში ჩატარდა და მას როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე, ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები დაესწრნენ. ტრენინგის 30 მონაწილეს ასწავლეს, როგორ გახდნენ ლიდერები და რა უნარებია საჭირო წარმატებული კომუნიკაციისთვის.

„სხვადასხვა პროფესიის ქალი ესწრება ტრენინგს. მათ შორის არიან, როგორც მასწავლებლები, ისე საჯარო მოხელეები და დიასახლისები. განსაკუთრებით სოფელში მცხოვრები ქალების გააქტიურება გვინდა. იმედი მაქვს, ტრენინგების შემდეგ გაუჩნდებათ სურვილი და პოლიტიკაშიც ჩაერთვებიან“, – ამბობს ორგანიზაციის თავჯდომარე ნათია ქევქიშვილი.

ტრენინგი პროექტის, „ქალები აქტიურ პოლიტიკაში“, ფარგლებში ჩატარდა. შემდეგი სესიები ისევ ახალციხეში, 24–25 ივლისსა და 31 ივლის–1 აგვისტოს იგეგმება. შემდგომ ტრენინგზე პოლიტიკურ სისტემებსა და პარტიებზე იმსჯელებენ და პოლიტიკოსებს შეხვდებიან.

„მონაწილეები უშუალოდ პოლიტიკოსებისგან მიიღებენ ინფორმაციას. ჩვენ პოზიციასთან და ოპოზიციასთან თანაბრად ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნა ნათია ქევქიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

პროექტი, მეორე წელია, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ტრენინგები უკვე ჩატარდა საქართველოს 8 რაიონში. სამცხე–ჯავახეთის შემდეგ ქვემო ქართლში გაიმართება.

წლის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია შემაჯამებელ კონფერენციას გამართავს და მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცემს.

[ნანა მიქელაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიზნესით დაინტერესებულ ქალებს ტრენინგი ჩაუტარეს
ახალციხეში ქალებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
ახალციხეში ქალ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას ასწავლიან
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის ყოფილ პატიმრებს ბიზნესის წარმოებას ასწავლიან
ტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის