FM97.5 / LIVE

ახალციხეში ქალ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას ასწავლიან

მთავარიპოლიტიკა 25.05.2014
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისთვის ახალციხეში ორდღიანი სწავლება მიმდინარეოობს. ტრენინგი 'საარჩევნო კამპანიის პირველადი მენეჯმენტი ქალი კანდიდატებისათვის' დღეს დაიწყო.

ახალციხეში ქალ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას ასწავლიან
ტრენინგი ასოციაციის „ქალი და განვითარება“ , პროექტის „ქალთა გაძლიერება თანასწორი მონაწილეობისათვის“ ფარგლებში, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტარდება. ორდღიანი სწავლების პირველი დღე თეორიას ეთმობა, მეორე დღეს კი ქალი კანდიდატები ამომრჩეველების წინაშე წარდგომის მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლიან.

ტრენინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არჩევნებში მონაწილე ქალები, როგორც მაჟორიტარები, ასევე პროპორციული სიის წევრები ესწრებიან. სწავლებას ასევე ესწრება ახალციხის მერობის კანდიდატი ნატალია სისვაძე.

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ფატი ბუხრიკიძე ამბობს, რომ პროექტის სამიზნე რეგიონები სამცხე–ჯავახეთი და შიდა ქართლია. რეგიონები შემთხვევით არ შერჩეულა. პროექტს წინ უძღოდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ რეგიონებში, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებში, ქალების დაბალი ჩართულობაა.

მისივე თქმით, სამცხე–ჯავახეთიდან პროექტში ახალციხის გარდა ახალქალაქი და ნინოწმინდაა ჩართული. დაგეგმილია გასვლითი, საინფორმაციო შეხვედრები სომხურ თემებში: „შევხვდებით ქალთა ჯგუფებს, ამომრჩევლებს, რათა გაიზარდოს მათი ცნობიერება საარჩევნო პროცესების მიმართ და საკუთარი უფლებების მიმართ. ჩვენი მიზანია გავააქტიუროთ კონკრეტული აქტივისტი ქალები, რათა შემდგომში მათ იმუშაონ ქალების გასააქტიურებლად მათ თემში, სოფელში, ან მათ საცხოვრებელ გარემოში“.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში 4 მრგვალი მაგიდა ჩატარდება. 2 ახალციხეში, 1 ახალქალაქში და 1 ნინოწმინდაში. შეხვედრას პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„მრგვალ მაგიდებზე განვიხილავთ რა პრობლემები არსებობს ქალთა თანასწორი მონაწილეობისათვის საარჩევნო პროცესში, როგორც ამომრჩევლებისათვის, ისე კანდიდატებისთვის“, – ამბობს ფატი ბუხრიკიძე.

პროექტი „ქალთა გაძლიერება თანასწორი მონაწილეობისათვის“ , რომელიც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერაა დაფინანსებული, 16 მაისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
ახალციხეში ასოციაცია „ქალი და განვითარებამ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის ახალციხეში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში

რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს