FM97.5 / LIVE

‘ერთსულოვნება’ ახალციხეში მოსამზადებელ ფორუმს გამართავს

მთავარიპოლიტიკა 15.07.2015
20 ივლისს, 14:00 საათზე, კოალიცია „ერთსულოვნება“ მოსამზადებელ კონფერენციას ჩაატარებს. შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებს სექტემბერში, ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფორუმზე განიხილავენ და საბოლოოდ ხელისუფლებას რეზოლუციის სახით გაუგზავნიან.

‘ერთსულოვნება’ ახალციხეში მოსამზადებელ ფორუმს გამართავს

კონფერენცია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება, კოალიცია „ერთსულოვნება“ ა/წ სექტემბერში გეგმავს დიდი საზოგადოებრივი შეკრება-ფორუმის ჩატარებას.

„სადაც მიიღება რეზოლუცია, ქვეყანაში ყველაზე აქტუალური საკითების დაუყოვნებლივ გადაწყვეტის შეძახილით და დაიწყება სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელოვანი ფაზა. უპირველესად გვინდა მოვითხოვოთ, ქვეყანაში შეიქმნას საზოგადოებრივ და უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტებისა და წინადადებების წარმოდგენისა და განხილვის შესაძლებლობას შეუქმნის სამოქალაქო საზოადოებას და რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებებს რეკომენდაციების სახით მიაწვდის შესაბამის უწყებებს“, – აცხადებენ „ერთსულოვნებაში“.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ფორუმზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ხელისუფლებისადმი მიმართულ რეზოლუციაში საკითხების შერჩევის მიზნით, კოალიცია „ერთსულოვნება“ იწყებს, მთელი საქართველოს მასშტაბით წინა მოსამზადებელი კონფერენციების ჩატარებას. თანამშრომლობის მიზნით დასასწრებად იწვევს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ პირს, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი ხედვები იმის შესახებ:
- რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში;
- ყველაზე უმთავრესი რა არის გამოსასწორებელი;
- როგორ არის შესაძლებელი ყოველივეს გამოსწორება.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურთ ფორუმში ჩართვა, ან/და სიტყვით გამოსვლა, ან საკითხის რეზოლუციაში შეტანა, „ერთსულოვნება“ მიმართავს, დაესწროს მოსამზადებელ კონფერენციებს და წერილობით წარადგინოს თავისი წინადადება, შეძლებისდაგვარად ერთ გვერდზე. აუცილებლად საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით. მსურველებს შეუძილიათ წინადადებები გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: ersaufle@yahoo.com

„ერთად შევიმუშავოთ სარეზოლუციო მიმართვის პროექტი და მასში შემავალი საკითების ნუსხა და ერთად ჩავატაროთ დიდი შეკრება-ფორუმი, რომელითაც სამოქალაქო აქტივობის ახალი ფაზა დაიწყება“, – აცხადებს კოალიცია „ერთსულოვნების“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის მემორანდუმი ფორმდება
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით სამცხე–ჯავახეთში 20 ახალგაზრდა შეირჩევა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა