FM97.5 / LIVE

ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა, განცხადებები 18.06.2018
ახალციხეში, 19 ივნისს, მოხალისეობის თემაზე ფორუმი გაიმართება. იგი ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს.

ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]

მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისათვის ფორუმი 19 ივნისს 12:00 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (შოთა რუსთაველის 106, ახალციხე)გაიმართება.

მასში მონაწილეობას 16 ორგანიზაცია მიიღებს, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებულია "დემოკრატ მესხთა კავშირის" მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.

45 თვის განმავლობაში "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა" ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2 500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი ანდღულაძე, დემოკრატ მესხთა კავშირი/ აღმასრულებელი დირექტორი

+995551 54 02 91 / gandguladze@gmail.com

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

https://www.facebook.com/CSSIGE/


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
რეგიონული ფორუმი  ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
მოხალისეობის პოპულარიზაციისთვის ახალციხეში ფორუმი გაიმართა
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს