FM97.5 / LIVE

შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე

მთავარისამართალი 13.07.2015
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საპატრულო პოლიციის საჩივარი, რომელიც ყოფილი პოლიტპატიმრის ზურა ხუციშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებას ეხებოდა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თუმცა, მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა.

შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თეა თადაშვილმა ზურაბ ხუციშვილის ადმინისტრაციულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნათია მერაბიშვილისგან განსხვავებით თადაშვილმა აღნიშნულ საქმეში ზურაბ ხუციშვილი სამართალდამრღვევად მიიჩნია, თუმცა მცირე მნიშვნელობის. ამიტომ სასამართლომ ხუციშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. ამდენად, თადაშვილმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„გადაცდომის მცირე მნიშვნელობის გამო უნდა შეწყდეს ზურაბ ხუციშვილის მიმართ აღძრული ადმინსიტრაციული სამართალდარღვევის საქმე“, – ვკითხულობთ თადაშვილის დადგენილებაში, რომელიც მიმდინარე წლის 24 მარტით თარიღდება. თუმცა, მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაცია სხვაგვარად გავრცელდა.

როგორც მიმდინარე წლის 10 აპრილს, ხუციშვილის ინტერესების დამცველმა ნუგზარ სამარჯიშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„მაშინ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეს ვესაუბრე და მითხრა, რომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. საბოლოოდ კი როცა დადგენილება ჩაგვბარდა, აღმოჩნდა რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლილი იყო.
ასე რომ არ ყოფილიყო მე მაშინ არ დამესიზმრებოდა იმის შესახებ, რომ სააპელაციომ რაიონულის გადაწყვიტილება ძალაში დატოვა“, – ამბობს სამარჯიშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თეა თადაშვილის თანაშემწე ინგა ახვლედიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ იმას, რომ აღნიშნული საქმის შესახებ ნამდვილად დაუკავშირდნენ ადასტურებს, თუმცა, ვერ იხსენებს ეს ადვიკატი იყო თუ ადმინისტრაციული ორგანოდან ურეკავდნენ.

„არ ვიცი ვინ მესაუბრა, მაგრამ წავუკითხე იმ დადგენილების ნაწილი მე რაც გადმომეცა“, – ამბობს ახვლედიანი.

კითხვაზე, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, გვპასუხობს: „არ ვიცი ვერაფერს გეტყვით“.

ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეზე საპატრულო პოლიციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა და შესაძლოა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგაც შეიცვალა, რაც იგი თადაშვილის თანაშემწეს ესაუბრა: „სამწუხაროდ, არ მაქვს ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, ამიტომ ამის მტკიცება გამიჭირდება“.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. მომხდარზე აღარც ხუციშვილი საუბრობს.
სამარჯიშვილი კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს.

„ამ გადაწყვეტილებით მკვიდრდება პრაქტიკა, რომ პოლიციელთან საუბარი, ისეთი საუბარი როგორიცაა: „გენაცვალე, ამიხსენი რა დავარღვიე“, შესაძლოა სამართალდარღვევად ჩაითვალოს, შემდეგ კი ვიღაცამ გამოიჩინოს კეთილი ნება და 22–ე მუხლით სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლოს“, – აცხადებს სამარჯიშვილი.

შეგახსენებთ, იმ ვიდეომასალაში, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა, ზურა ხუციშვილის დაკავების ბრძანება სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ და მაშინ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მაღრაძემ გასცა: „დაადეთ ბორკილები, ამის ნერვები აღარ მაქვს!“

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
ახალციხის მერიამ უმცირესობის დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]