FM97.5 / LIVE

უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს

მთავარისამართალი 29.09.2014
ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, უკანონოდ დაკავების გამო მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 100.000 დოლარს სთხოვს.

უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს

ნუგზარ სამარჯიშვილის უკანონოდ დაკავების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, 2014 წლის 3 აგვისტოს, სამარჯიშვილის ქმედებაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არ არსებობის გამო, იგი სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, 26 სექტემბერს, დატოვა.
„დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო ასეთი კატეგორიის საქმეს დაუშვებლად ცნობს, ამიტომ, უკვე შემიძლია ვიმოქმედო, - აცხადებს სამარჯიშვილი და ამატებს, რომ სარჩელს უკვე ამზადებს, - საქართველოს საპატრულო პოლიციას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100.000 დოლარს მოვთხოვ“.

სამარჯიშვილი სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ შეიტანს, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდება.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი 2 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მერაბ წურწუმიას მითითებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მიმართ ბოროტად დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს.

გაასაჩივრებს თუ არა შსს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
სამარჯიშვილი: ‘ახალი ხელისუფლების ზონდერის საქმეს პროკურატურა არ გამოიძიებს’
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
ახალციხეში პირველი სამმართველოს უფროსმა ადვოკატი უკანონოდ დააკავა
ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოც მოუგო