FM97.5 / LIVE

საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს

მთავარისამართალი 24.02.2015
საპატრულო პოლიცია, ზურა ხუციშვილის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარმა სამმართველომ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. საპატრულო პოლიცია ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაქუმებას, ასევე, საქმის კვლავ ახალციხის სასამართლოსთვის დაბრუნებას ითხოვს, ხელახლა განხილვის მიზნით.

სააპელაციოში საჩივრის შეტანას ადასტურებს შსს.

ხუციშვილის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, ამ ტიპის საქმეები მხოლოდ ერთხელ საჩივრდება და როგორც წესი სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს.

„ეს საქმე უზენაესში ვეღარ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევებში, ხშირად, სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს, ანუ თუ ახალი მტკიცებულებები არ არის, აღარ იხილავს მას და მხარეთა დაბარების გარეშე ღებულობს გადაწყვეტილებას“, – ამბობს სამარჯიშვილი.

შეგახსენებთ, ყოფილი პოლიტპატიმარი ზურა ხუციშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხეში, 12 თებერვალს ღამით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა კი ხუციშვილის ქმედებაში სამართალდარღვევის არ არსებობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეწყვიტა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]
ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
„საქართველოს ბანკი“ ყოფილი თანამშრომლის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა