FM97.5 / LIVE

დაბა აბასთუმანში 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მთავარისამართალი » შემთხვევა 19.06.2015
ძლიერი წვიმის გამო დაბა აბასთუმანში ქვესადგური დაიტბორა, რის გამოც მეორე დღეა აბასთუმნის 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

დაბა აბასთუმანში 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
18 ივნისს დაბა აბასთუმანში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქვესადგური დატბორა, საიდანაც ელექტროენერგია მხოლოდ აბასთუმნის მოსახლეობას მიეწოდება.

"ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განმრატებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია დაბა აბასთუმნის 915 აბონენტს არ მიეწოდება.

"დატბორილია და სადენები წყალშია მოხვედრილი და ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ჩართვა არ შეიძლება, სპეც–ტექნიკა უკვე გაგზავნილია და წუთი–წუთზე მივა ადგილზე, რომელიც გათხრის სადრენაჟო არხს, ამოიწურება წყალი, გაშრება და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოსთვის შეგვეძლება აღვადგინოთ ელექტროენერგიის მიწოდება", – ამბობს ბალახაშვილი.

მისივე თქმით, გუშინ ელექტროენერგიის მიწოდება ადიგენის კიდევ რამდენიმე სოფელს შეუწყდა, რომლებიც ქვესადგური "ადიგენიდან" მარაგდება. თუმცა დილით ყველა დაზიანების ლიკვიდაცია მოხდა და ამ დროისთვის მხოლოდ დაბა აბასთუმნის მოსახლეობაა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

გუშინ ძლიერმა წვიმამ ადიგენში საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზიანა, რამდენიმე სოფელში წვიმამ გზებზე ნაშალი მიწა ჩამოიტანა. თუმცა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ გუშინდელი სტიქია საგანგაშო არ იყო. შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება
ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში 1200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
გუშინ ღამიდან ადიგენის მუნიციპალიტეტს  შუქი არ აქვს
უამინდობის გამო  ახალციხეში 8000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება