FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 04.06.2015
სტიქიის შედეგად 3 ივნისს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ენერგო–პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარი და წვიმა გუშინ, 3 ივნისს საღამოს 19:00 საათისთვის დაფიქსირდა. სტიქიის გამო მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება პერიოდულად ფერხდებოდა.

ენერგო–პრო ჯორიჯიას სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ დაახლოებით 3 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აბონენტების 90 პროცენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. დარჩენილია მხოლოდ 500–მდე აბონენტი, რომლებსაც დენი უახლოესი ერთი საათის განმავლობაში ჩაერთვებათ.

"გუშინ საღამოს, ნინოწმინდის მხარეს დაიწყო ძლიერი წვიმა და ქარი, სტიქიის შედეგად ჩვენი აბონენტების ნაწილი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, თუმცა ჩვენ მობილიზება გავუკეთეთ სერვის–ცენტრების ტექნიკურ ჯგუფებს, როგორც ნინოწმინდაში და ახალციხეში, ასევე ახალქალაქსა და ადიგენში. ჩვენი თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დროისთვის დაახლოებით 90 პროცენტი ჩართულია", – ამბობს ენერგო–პრო ჯორჯიას სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი გიორგი ბალახაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგია 5 000–მდე აბონენტს არ მიეწოდება
ახალციხეში 1 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დაბა აბასთუმანში 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე-ჯავახეთში 1000-მდე აბონენტს დენი არ აქვს
სამცხე–ჯავახეთში 5.200 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი