FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 29.03.2016
უამინდობის გამო ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ახალციხეში ელექტროენერგია გუშინ, 21:30 საათზე სადენების დაზიანების გამო გამოირთო. მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის გიორგი ბალახაშვილის განმარტებით, აბონენტების უმეტესობა ალტერნატიულ ხაზზე გადაირთო, თუმცა ამ დრომდე ქალაქში 50 აბონენტს დენი ისევ არ მიეწოდება.

„ერთი ტრანსფორმატორის მომხმარებელია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, რომლის გადართვაც ვერ მოხერხდა“, – ამბობს გიორგი ბალახაშვილი.

მისი თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ ელექტროენერგია არ მიეწოდება ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ჯამში 600 აბონენტს: „ელიაწმინდას და ურავლის თემის მოსახლეობას არ აქვს დენი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აქ სხვადასხვა სახის დაზიანებაა“.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით დანარჩენ მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, თუმცა დაზიანებებია ბაკურიანსა და ანდეზიტში. აქ დენის გარეშე 100–მდე აბონენტია დარჩენილი.

„აქ დილის საათებში გაითიშა ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლებელია უკვე ჩართეს კიდეც“, –ამბობს გიორგი ბალახაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 1 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალქალაქში 250 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში 1200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უამინდობის გამო  ახალციხეში 8000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება