FM97.5 / LIVE

ადიგენის მუნიციპალიტეტში 1200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 05.08.2015
გუშინ, ოთხ აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 1200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერი ქარის გამო ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგია, გუშინ, ოთხ აგვისტოს 16:00 საათისთვის გამოირთო. მიზეზი დერცელის ფიდერის დაზიანება გახდა, გარდა ამისა დაზიანებულია ელექტროსადენები.

"ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განმრატებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1200 აბონენტს არ მიეწოდება.

„დერცელის ფიდერზე იყო სერიოზული დაზიანება. გუშინ მობილიზებული იყო მთელი სამსახური, მაგრამ ვერ მოხერხდა სრულად შეკეთება. სამუშაოებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე დაასრულებენ“, – ამბობს გიორგი ბალახაშვილი.

მისი თქმით, რამდენიმე სოფელში დაზიანებული ფიდერი უკვე შეკეთდა.

სოფელ იჯარეთში იმყოფებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, მან სოფლის მოსახლეობა და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 1200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დაბა აბასთუმანში 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის 7 სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 5.200 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ადიგენში 350 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხეში 1 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება