FM97.5 / LIVE

გუბერნატორი: დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება

მთავარიეკონომიკა 12.06.2015
გუშინ, 11 ივნისს, სტიქიამ ახალციხის 8, ადიგენის 5 და ბორჯომის 3 სოფელი დააზარალა. დაზიანდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრასტრუქტურა და დაიხოცა შინაური ფრინველი. გლეხები დახმარებას ელიან, სამხარეო ადმინისტრაციაში კი მათ ვერაფერს ჰპირდებიან.

გუბერნატორი: დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება

სტიქიიდან მეორე დღეს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„აწყურში შიდა გზებია გაფუჭებული, ღარები აქვს გზებს გაკეთებული დაახლოებით 50–60 სანტიმეტრის, რაც უნდა შეივსოს. კატასტროფული მდგომარეობა არ არის, ადიგენშიც იგივე მდგომარეობა, რაც ახალციხეში“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე.

გუბერნატორი: დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება
ღვარცოფმა აწყურში ცენტრალური გზა გადაკეტა. 11 ივნისი, 2015წ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ბორჯომი მუნიციპალიტეტია დაზარალებული, სადაც სასოფლო–სამეურნეო სავარგულებთან ერთად სერიოზული ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.

„ჩამოვიდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კრიზისების მართვის სამმართველოს თანამშრომლები და ადგილზე სწავლობენ სიტუაციას. პარალელურად, მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. რადგან ფორსმაჟორული სიტუაციია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ მოვიწვიოთ საპროექტო ფირმა და პარალელურად დაიწყოს მშენებლობები“, – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე–ჯავახეთის მხარეში.
რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი განმარტავს, რომ ვინც აგრო–დაზღვევის პროგრამაშია ჩართული, ზარალის 80 პროცენტი აუნაზღაურდება, ხოლო მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ აქვს, სახელმწიფო ვერ დაეხმარება.

გუბერნატორი: დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება
ადიდებულმა საკირულამ ბორჯომში გზის ნაწილი მოწყვიტა. 11 ივნისი, 2015წ. ბორჯომი

„ვისაც დაზღვეული აქვს მიწის ნაკვეთები, მას ზარალს სახელმწიფო აუნაზღაურებს, სხვა შემთხვევაში არამგონია რომ ეს ზარალი ანაზღაურდეს. მთელი საქართველოს მასშტაბით სასოფლო–სამეურნეო სავარგულები განადგურებულია და სახელმწიფოს ამდენი რესურსი არამგონია ჰქონდეს“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს, სტიქიამ ადიგენს, ახალციხესა და ბორჯომს შეუტია. ადიგენში 5 სოფელი დაისეტყვა: დიდი და პატარა სმადა, ენთელი, ლელოვანი და ამხერი. აქ ძირითადად სასოფლო–სამეურნეო სავარგულები განადგურდა და შინაური ფრინველი დაიხოცა. ასევე ნათესები განადგურდა ახალციხის 8 სოფელში: აწყურში, გიორგიწმინდაში, ფერსაში, მუგარეთში, კლდეში, წნისში, გურკელსა და წინუბანში. ბორჯომს კი გუშინ ძლიერი წვიმა უტევდა. აქ ტაძრისი, საკირე და დვირი დაზარალდა. ადიდებულმა მდინარე საკირულამ დააზიანა გზები, სასმელი წყლის სისტემები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

გუბერნატორი: დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება
წვიმისგან მოვარდნილმა ნიაღვრებმა სოფელ ლელოვანში შინაური ფრინველი დაახრჩო. 11 ივნისი, 2015წ. სოფელი ლელოვანი.

დღეს, 12 ივნისს, დილიდან, სამივე მუნიციპალიტეტში გაწმენდვითი და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. იწმინდება გზები და მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა. სამივე მუნიციპალიტეტში დილიდან მუშაობენ ზარალის დამთვლელი კომისიები. დაზარალებული ადგილობრივები განადგურებულ ნათესებზე ჩივიან და ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო არ დაეხმარათ, შემოდგომით საკვების გარეშე დარჩებიან.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დასეტყვილ აწყურში უმოსავლო შემოდგომას პროგნოზირებენ [Video]
ბორჯომში სტიქიამ ინფრასტრუქტურა დააზიანა
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
აკაკი მაჭუტაძე: ზარალი დიდია, თუმცა ისეთი არა, როგორც წინა წლებში
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება