FM97.5 / LIVE

ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა

მთავარიეკონომიკა, შემთხვევა 11.06.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში სტიქიამ ნათესები დააზიანა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და მოსავლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია.

ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში სეტყვა დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათისთვის დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქია 20–30 წუთი გაგრძელდა და მსხვილი სეტყვა მოდიოდა.

სოფელ წნისში მცხოვრები თამარ გელაშვილი, რომლის ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, ამბობს, რომ კრედიტებით შეძენილი სათესლე მასალა წყალში ჩაეყარათ.

„ყველაფერი გაფუჭდა, კაკალი სულ ჩამოყარა, კიტრი ახალი ამოსული იყო და სულ წალეკა. ვენახიც განადგურდა, თითქმის 70 პროცენტი გაფუჭებულია“, – ამბობს თამარ გელაშვილი და ამატებს, რომ გარდა ნათესებისა, სეტყვამ სახლის სახურავიც დააზიანა.

სტიქიამ წნისს უკვე მეორედ შეუტია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს პირველი სეტყვა 3 ივნისს მოვიდა, თუმცა მაშინ შედარებით ნაკლებად დააზარალდნენ.

ადგილობრივი დათო კახიშვილის თქმით, მოსავლის 70 პროცენტი განადგურებულია.

„თუ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ერთი ტონა კარტოფილი უნდა მიმეღო, ახლა 300 კილოს მივიღებ. ასევეა ხეხილიც და ვაზიც“, – ამბობს კახიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ დადგინდება ვის რა ოდენობის ზარალი მიადგა.

შეგახსნებთ, რომ დღეს სტიქიამ ახალციხის რვა სოფელი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ აწყურში ნაშალი მიწა ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოიტანა, სადაც მოძრაობა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეიზღუდული იყო.

წნისის გარდა დაისეტყვა კიდევ შვიდი სოფელი. ყველა სოფელში ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.

ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლდესა და წნისში  სეტყვამ ხეხილის 15 პროცენტი დააზიანა
სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა
ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა
სეტყვამ ახალქალაქიც დააზარალა
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
ახალციხეში 8 სოფელი დაისეტყვა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა