FM97.5 / LIVE

დასეტყვილ აწყურში უმოსავლო შემოდგომას პროგნოზირებენ [Video]

მთავარიეკონომიკა, რეპორტაჟი 12.06.2015
გუშინ, 11 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ადგილობრივთა ნაწილის სახლები დატბორა და ნათესები წალეკა. აწყურის ერთ უბანში ღვარცოფმა სახლებამდე მისასვლელი გზაც მოგლიჯა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის, მოსახლეობა კი დახმარებას ელის.



შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს, სტიქიამ ადიგენს, ახალციხესა და ბორჯომს შეუტია. ადიგენში 5 სოფელი დაისეტყვა: დიდი და პატარა სმადა, ენთელი, ლელოვანი და ამხერი. აქ ძირითადად სასოფლო–სამეურნეო სავარგულები განადგურდა და შინაური ფრინველი დაიხოცა. ასევე ნათესები განადგურდა ახალციხის 8 სოფელში: აწყურში, გიორგიწმინდაში, ფერსაში, მუგარეთში, კლდეში, წნისში, გურკელსა და წინუბანში. ბორჯომს კი გუშინ ძლიერი წვიმა უტევდა. აქ ტაძრისი, საკირე და დვირი დაზარალდა. ადიდებულმა მდინარე საკირულამ დააზიანა გზები, სასმელი წყლის სისტემები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

სტიქიიდან მეორე დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. გუბერნატორი ამბობს, რომ ვინც აგრო–დაზღვევის პროგრამაშია ჩართული, ზარალის 80 პროცენტი აუნაზღაურდება, ხოლო მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ აქვს, სახელმწიფო ვერ დაეხმარება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორი: დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
ბორჯომში სტიქიამ ინფრასტრუქტურა დააზიანა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ბორჯომში სტიქიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა