FM97.5 / LIVE

რუსული სკოლის „აღმზრდელობითი მეთოდები“

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.09.2012
19 სექტემბრის დილას ახალქალაქის მეორე რუსული სკოლის მოსწავლე გოგონებს, მე-7 კლასს ზევით, ქვედა საცვლები შეუმოწმეს.

რუსული სკოლის „აღმზრდელობითი მეთოდები“

ახალი სასწავლო წლის მესამე დღეს რუსული სკოლის ყველა მოსწავლე გოგონა სტრესში იყო. ისინი სახლში გაფითრებულები და ატირებულები დაბრუნდნენ

19 სექტემბრის დილას რუსული სკოლის ახლგადგარემონტებული კანალიზაცია გაიჭედა, რისი მიზეზიც ჰიგიენური საფენი იყო. სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაერკვია, ვისი მიზეზით გაიჭედა კანალიზაცია და ამიტომაც სკოლის დირექტორმა კარინე ნახატაკიანმა, სასწავლო ნაწილმა და რამდენიმე მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე გოგონების შემოწმება გადაწყვიტა. მათ მე-7 კლასს ზემოთ ასაკის გოგონები
სკოლის სააქტო დარბაზში შეკრიბეს. გოგონებს სცენაზე ჯგუფ-ჯგუფად ეძახდნენ და ნახევრად გადაწეული ფარდის მიღმა ამოწმებდნენ.

ამ შემოწმებას თავი მხოლოდ ერთეულებმა აარიდეს, მათ შორის, მათ ვინც დირექციის ახლობელი ან ახალქალქში მცხოვრები გავლენიანი პირის ახლო ნათესავი აღმოჩნდა. საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით ადმინისტრაციას წინააღმდეგობა მხოლოდ რამდენიმე გოგონამ გაუწია.

გოგონები მომხდარზე საუბარს გაურბიან. ნაწილი ჯერ ისევ სტრესულ მდგომარეობაშია. ნაწილი ამბის მოყოლაზე დაგვთანხმდა, თუმცა შიშის გამო დიქტოფონთან საუბარი არ ისურვეს.

გოგონების მშობლები განრისხებული და დაბნეულები არიან. სკოლაში საჩივლელად მხოლოდ რამდენიმე მათგანი მივიდა. დანარჩენები, მართალია უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ ვერაფერს გამოასწორებენ, ამიტომ გაპროტესტება არ ღირს.

”სამხრეთის კარიბჭეს” ყველა რესპონდენტის ჩანაწერი აქვს, თუმცა, გასაგაები მიზეზების გამო მშობლების კომენტარებს ანონიმურად გთავაზობთ.

„თავადაც იცით, ბავშვები იმ დღის ამბავს როგორ განიცდიან. ეს სტრესია, თუნდაც არ გახმაურებულიყო, ირგვლივ ყველას არ გაეგო, ამ დროს კი ეს ამბავი საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. ჩემი შვილი შოკში იყო, დღეს სკოლაში წასვლა არ უნდოდა. ბიჭებმა ხომ იცოდნენ ამ ამბის შესახებ და ეშინოდა, რომ დაცინვას დაუწყებდნენ. რატომ უნდა აიტანოს ჩემმა ბავშვმა ასეთი რამ?! შოკში იმანაც ჩამაგდო, რომ მშობლები გულგრილები დარჩნენ და არაფერი მოიმოქმედეს“, - ამბობს პირველი რესპონდენტი.

„სიმართლე რომ ვთქვათ, ვის წინააღმდეგ უნდა ვიჩივლოთ?! მშობლები რომ შეკრებილიყვნენ, პირველ რიგში ვიდგებოდი, მაგრამ ვერავინ გაბედა, მხოლოდ ერთმანეთს ამშვიდებდნენ. ჩემმა შვილმა 9:20 საათზე დამირეკა და მითხრა, რაც ხდებოდა. დავამშვიდე, რომ ეს ალბათ ჩვეულებრივი შემოწმება იყო, საიდან მეცოდინებოდა, რა შემოწმების ჩატარებას აპირებდნენ. ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, მშობლებისთვის მაინც დაეძახათ. პირველ რიგში, კლასის ხელმძღვანელია დამნაშავე, მან ბავშვები ბედის ანაბარა დატოვა. ჩემი შვილი თავს ძალიან დამცირებულად გრძნობს. ეს საშინელება იყო, ამის გაგება არ შემიძლია“, - ამბობს მეორე მშობელი.

„ვერ გამიგია, ასეთი რაღაც რატომ მოხდა. ბავშვებს სკოლაში რომ ვუშვებთ, ვიცით, რომ ნორმალურ ადგილას მიდიან, ნორმალური მასწავლებლებთან, მომხდარი კი ვერ ამიხსნია. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ჩემმა შვილმა მომიყვა, რომ შემოწმებაზე ქათმებივით შეყარეს. გაოგნებული ვიყავი“, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

„ეს ბავშვის დამცირებაა, შოკში ვარ. დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა და არ ვიცი, რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ. ეს რა მიდგომაა, ჩვენ ხომ ბავშვებს საკონცენტრაციო ბანაკში არ ვუშვებთ. ეს ხომ საბჭოთა ჯარი არ არის, ერთის გამო ყველას რომ სჯიდნენ. საამისო რა დააშავეს, რომ ასე მოქცეოდნენ, ეთიკის გაკვეთილები ხომ აქვთ, აი, სად უნდა ასწავლონ. ჩვენ ამ ადამიანს პატივს ვცემდით, ახლა კი აღარ გვესმის, რა ხდება“, - გვითხრა მეოთხე მშობელმა.

”სამხრეთის კარიბჭე” მომხდართან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. სკოლის სასწავლო ნაწილმა განგვიცხადა, რომ დირექტორი ახალქალაქში არ იმყოფება, იგი თბილისში, განათლების სამინისტროშია.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნარცის კარაპეტიანმა რუსულ სკოლაში ჩატარებული „შემოწმების“ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან უარი განაცხადა და გვითხრა, რომ დირექტორი არა მათ, არამედ სამინისტრომ დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორი, კარინე ნახატაკიანი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნინოწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის, ყოფილი პარლამენტარის, ენზელ მკოიანის მეუღლეა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საჯარო პროტესტისგან მშობელბი ხშირად იკავებენ თავს.

sknews.ge


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი“ - საპროტესტო აქცია ახალქალაქში
ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორს მშობლები უჩივიან
ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
უპირისპირდება თუ არა მეორე სკოლის ახალ დირექტორს მშობლების ნაწილი
დირექტორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული განათლების უფლება

რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი