FM97.5 / LIVE

უპირისპირდება თუ არა მეორე სკოლის ახალ დირექტორს მშობლების ნაწილი

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.01.2015
ქმნის თუ არა პრობლემას ორენოვან სკოლაში ის, რომ ახალდანიშნული დირექტორი მოსწავლეებთან მხოლოდ ერთ ენაზე საუბრობს; ვინ და რატომაა უკმაყოფილო ახალი ხელმძღვანელის;

უპირისპირდება თუ არა მეორე სკოლის ახალ დირექტორს მშობლების ნაწილი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლას, დაახლოებით სამი კვირაა, რაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სკოლაში სადაც, ორი: ქართული და რუსული სექტორია, ბელა დიასამიძემ მარინა ზედგინიძე ჩაანაცვლა.

მეთერთმეტე კლასის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინა გიორგაძე, აცხადებს, რომ ახალი დირექტორი ბავშვებთან კომუნიკაციას ვერ ამყარებს: „მარინა ზედგინიძის გადაყენებამ ძალიან იმოქმედა ჩვენზე. ის ძალიან კარგი ხელმძღვანელი იყო. ახალმა დირექტორმა რუსული ენა არ იცის და ამიტომ ვერ აგებინებს ბავშვებს, რისი თქმა უნდა. ყველაზე მეტად ეროვნებით სომეხ პატარებს უჭირთ. მათ ქართული არ იციან და იმიტომ“.

გიორგაძის განცხადებით, მშობლები ამ საკითხთან დაკავშირებით შეკრებას აპირებენ: „გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ და შეიძლება წერილობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მივმართოთ“.

გიორგაძე ახალ დირექტორს ჯერ პირადად არ იცნობს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას შემდეგ რაც დიასამიძე დანიშნეს, სკოლაში არ ყოფილა და ამბავი იმის შესახებ, რომ ახალ დირექტორს ბავშვებთან კომუნიკაცია უჭირს, მასთან სანახავად მისული მშობლებისგან შეიტყო.

მიუხედავად გიორგაძის განცხადებისა, „სამხრეთის კარიბჭესთან“ დირექტორის მისამართით უკმაყოფილება არცერთ მშობელს არ გამოუთქვამს.
"თუ რუსული ენა არ იცის ახალმა დირექტორმა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ახალი დირექტორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს", - ამბობს პირველი კლასის მოსწავლის მშობელი აქსანა გოგოლაძე.

მას ეთანხმება ამავე კლასის მოსწავლის ბებია ჯულიეტა ჩახოიანი: :“დირექტორმა აუცილებელი არ არის იცოდეს ძალიან კარგად რუსული. მთავარია, კარგი ხელმძღვენელი იყოს. ენები კარგად უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა მათ აქვთ“.

მშობელი ლარისა ხანიკიანი ამბობს, რომ მანაც და მისმა შვილებმაც ქართული კარგად იციან: „სასურველია დირექტორმა რუსული იცოდეს. ძველი დირექტორი ძალიან კარგი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ შეიძლება ახალი უკეთესი აღმოჩნდეს“.

ბელა დიასამიძე მეორე საჯარო სკოლის დირექტორად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 9 იანვარს დანიშნა, როგორც იგი ამბობს მასთან საყვედურით ამ დრომდე არავინ მისულა და არც პროტესტი გამოუხატავთ: „ეს ამბავი ახლა თქვენგან გავიგე“.

კითხვაზე, ფლობს თუ არა რუსულ ენას, გვპასუხობს: „ბავშვები საუბრობენ რუსულად და მე ვპასუხობ ქართულად. არავის უთქვამს, რომ ვერ გაიგეს და პრობლემა შეექმნათ“.

მშობლების უკმაყოფილების შესახებ არაფერი იციან არც სკოლის მასწავლებლებმა.
„მშობლები რომ რაიმეს აპროტესტებდნენ ამის შესახებ ნამდვილად არაფერი გამიგია“, - ამბობს პედაგოგი მარინა გელაშვილი.

ახალდანიშნული დირექტორისა და პედაგოგებისგან განსხვავებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სკოლის ყოფილი დირექტორი, თუმცა ამბობს, რომ თავად ამ საკითხში ჩარევა არ სურს, რადგან ეს მისი მხრიდან არასწორია: „მშობლები ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი და მისი მოყვანილი მოადგილე რუსულ ენას ვერ ფლობენ. სკოლა კი დაკომპლექტებულია რუსული და ქართული სექტორით და ამიტომ კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ამასთან დაკავშირებით მშობლები პროტესტს გამოხატავენ და მათ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები 2014 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა. 8 წევრიდან ბელა დიასამიძეს, რომელიც ერთადერთი დირექტორობის კანდიდატი იყო, მხარი მხოლოდ სამმა დაუჭირა.

უპირისპირდება თუ არა მეორე სკოლის ახალ დირექტორს მშობლების ნაწილი

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს
ახალციხის მეორე სკოლაში ფიზიკის გამოცდა გაუჭირდათ
განათლების სამინისტრომ სკოლებს სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული დირექტორები დაუნიშნა
ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რუსული სკოლის „აღმზრდელობითი მეთოდები“
მოსწავლის დასჯა ‘პენალით’