FM97.5 / LIVE

დირექტორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული განათლების უფლება

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.06.2013
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე სკოლის მოსწავლეები, რომელთააც განათლების სამინისტრო ვაუჩერს არ უფინანსებს და დილემა, რომლის წინაშეც სკოლები არიან.

დირექტორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული განათლების უფლება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში არაერთი მოსწავლე სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მათ სასკოლო განათლებაში ფული უნდა გადაიხადონ, რადგან სახელმწიფო მათ სწავლას არ აფინანსებს. ამის გამო, არაერთმა ახალგაზრდამ სკოლის დამთავრება და შემდეგ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ა. თ. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლადამთავრებულია. რვა წელიწადია იგი რუსეთის მოქალაქეა. ამ წლების განმავლობაში სკოლაში ჩვეულებრივად დადიოდა და სწავლის გადასახადს არ იხდიდა. თუმცა წელს თბილისის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში ჩაბარება გადაწყვიტა და ვერ შეძლო, რადგან მისი მოსწავლის სტატუსი შეჩერებული აღმოჩნდა.

ა. თ.- მ აღდგენის განაცხადი გააკეთა და სკოლაში სწავლის გადასახადის 350-დან 380 ლარამდე გადახდის ვალდებულება აიღო. ნებართვა 28 აპრილს მიუვიდა, ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირების ვადა კი ამ დროს უკვე ამოწურული იყო. ერთი წელი რომ არ დაეკარგა და სასწავლო პროცესს არ ჩამორჩენოდა, ა. თ.–მ კოლეჯში ჩაბარება გადაწყვიტა.

„თუ არის კანონი, ყველაზე თანაბრად რატომ არ ვრცელდება?! ჩემმა ორმა ქალიშვილმა სკოლის დამთავრება და უმაღლესში ჩაბარება შეძლეს, ბიჭმა კი ვერა“, – ამბობს სკოლადამთავრებულის დედა.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ თუ მოსწავლე სხვა ქვეყნის მოქალაქეა, მან სწავლის გადასახადი აუცილებლად უნდა გადაიხადოს.

”თუ არ იხდის, მოსწავლის სტატუსი დროებით შეუჩერდება. ვიდრე არ გადაიხდის”, - ამბობს რესურსცენტრის დირექტორი ნარცის კარაპეტიანი.
ახალქალაქის სკოლებში ამ პრობლემისადმი სხვადასხვა მიდგომა აქვთ. მაგალითად, ახალქალაქის მეოთხე საჯარო სკოლაში სამი მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეა.

„ორმა ნორმალურად გადაიხადა, ერთი მოსწავლის მშობელი კი არ იხდის. ალბათ 20–ჯერ გავაფრთხილე, თავიდან აპირებდნენ გადახდას, ამიხსნეს, რომ თანახმა არიან, შემდეგ ვიღაცეებმა თქვეს, რომ არ გადაიხადეს, სასამართლოში იჩივლეს და საქმე მოიგეს. მაგრამ თუ არის სახელმწიფოს ბრძანება, არსებობს კანონი, მას გვერდს ვერავინ ვერ უნდა უვლიდეს. გასულ წელს გადაიხადეს, წელს კი არა“, – ამბობს სკოლის დირექტორი ნათელა გრიგორიანი.

ახალქალაქის მეხუთე საჯარო სკოლაშიც სამი მოსწავლეა სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუმცა ამ დოტაციურ სკოლაში სწავლის გადასახადის გადახდას არ ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ 3 ვაუჩერის თანხა პრობლემებს ვერც შექმნის და ვერც მოაგვარებს.

„ჩვენ 3 მოსწავლე გვყავს სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ ბინადრობის ცნობა, დოკუმენტი, რომელიც საცხოვრებელ ადგილს ადასტურებს და მათ თანახმად არც ერთ წელს არაფერი გადაუხდიათ. თუ 3 მოსწავლე გადაიხდის, სკოლა თვეში 70 ლარს მიიღებს, ეს კი დიდი არაფერი თანხაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა დოტაციურია“, – ამბობს სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკიანი.

ქალაქის პირველი სკოლის დაწყებით კლასებში სხვა ქვეყნის მოქალაქე 3 მოსწავლეა. მათი მოსწავლის სტატუსი შეჩერებულია.

„ჩვენ ბავშვები ქუჩაში არ დაგვიტოვებია, სკოლაში ჩვეულებრივად დადიან, მაგრამ მათი სტატუსი შეჩერებულია. მშობლები სკოლაში არაერთხელ დავიბარეთ, წერილები მივწერეთ, რომელთა ასლებიც სკოლაში ინახება, მაგრამ რეაგირებას არ ახდენენ, თითქოს ეს მათ შვილებს არ ეხებოდეს“, – ამბობს სკოლის დირექტორი რუზანნა ტეპოიანი.

ყველაზე მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე ახალქალაქის მეორე რუსულ სკოლაში სწავლობს. მოსწავლის სტატუსი მათაც შეჩერებული აქვთ და ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„მათი სტატუსი დროებით შეჩერებულია, სანამ სტანდარტული ვაუჩერის მიხედვით არ გადაიხდიან, რადგან განათლების სამინისტრო ამ ბავშვებს არ აფინანსებს, მათ მხოლოდ ბინადრობის ცნობები აქვთ. ვიცი, რომ მშობლებმა გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი“, – ამბობს სკოლის დირექტორი ლარისა კაროიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხ მოსწავლეებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ
უამინდობის გამო ნინოწმინდის ორ სკოლაში სწავლა შეჩერებულია
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
ახალქალაქში საატესტატო გამოცდებს აფასებენ
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს