FM97.5 / LIVE

„დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი“ - საპროტესტო აქცია ახალქალაქში

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.09.2012
ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილმა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი კარინე ნახატაკიანის დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.

„დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი“ - საპროტესტო აქცია ახალქალაქში

რესურსცენტრის შენობასთან 20-მდე ადამიანი, ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები, დილის 9:00 საათზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. მათ შორის 9 გოგონა, რომელთა თქმით, აქციაზე გამოსვლა სკოლის სხვა მოსწავლეებსაც უნდოდათ, მაგრამ მასწავლებლებმა ნება არ დართეს.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა კარინე ნახატაკიანმა თანამდებობა დატოვა. ეს გადაწუვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც მშობელთა ნაწილმა სკოლაში ჩატარებული გოგონების შემოწმება გააპროტესტა.

„დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი“, - ამ მოწოდებით მშობლები და მოსწავლეები სკოლაში დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ.

„გვინდა, რომ ჩვენი დირექტორი ქალბატონი კარინე იყოს, რადგან მის გარეშე ჩვენი სკოლა, სხვა სკოლების მსგავსად, უწესრიგობის ბუდედ იქცევა“, – ამბობს ერთ–ერთი მოსწავლე გოგონა.

მიუხედავად იმისა, რომ 19 სექტემბრის შემდეგ განაწყენებული გოგონების ნაწილი სკოლაში აღარ დადიდა, ახლა ამბობენ, რომ შემოწმებას არავინ გაუნაწყენებია.

„გოგონები ერთმანეთს ვუყურებდით და ისე მივდიოდით, ვფიქრობდით, რატომ უნდა ეპარებოდეს ვინმეს ჩვენში ეჭვი. ჩვენ ყველამ გავიხსენით და შევიკარით ღილები, არავის უწყენინებია“, – ამბობს ერთ-ერთი გოგონა.

„ყველას ესმის, რომ სიმკაცრე წესრიგის წინაპირობაა. თუ სკოლაში წესრიგი არ იქნა, ის სკოლას აღარ ემსგავსება“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

აქციის მიმდინარეობისას სკოლაში ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, პარლამენტის დეპუტატები და მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატები მივიდნენ . მათ თან ჰქონდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება, რომლის მიხედვით, დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად სასწავლო ნაწილი ლარისა კაროიანი დაინიშნა.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მშობლები კი ისევ ყოფილი დირექტორის დაბრუნებას ითხოვდნენ.

”იმ მშობლებს, რომლებმაც საჩივარი შეიტანეს, შეეკრიბათ მშობელთა კრება, ეთქვათ, რომ ჩემი გოგონაც შენს გოგონასთან ერთად იყო, ეს ყველაფერი შენც შეგეხო, ეს ასე მოხდა. იქნებ არ მინდოდა, ეს ამბავი გახმაურებულიყო? შემდეგ ერევნიდან რომ არ დაერეკათ იმის გასარკვევად რა მოხდა ჩვენთან“, – განაცხადა თქვა ერთ–ერთმა მშობელმა.

შეკრებილთა თქმით, მშობლები, რომელთაც 19 სექტემბერს მომხდარის გამო საჩივარი დაწერეს, არასწორად მოიქცნენ.

გარკვეული დროის შემდეგ შეკრებილებთან რესურსცენტრის დირექტორი მივიდა და მოსწავლეებს გაკვეთილებზე დაბრუნება სთხოვა.

აქციაზე შეკრებილებმა რესურსცენტრში შეიტანეს განცხადება, რომელსაც 34–მა მშობელმა მოაწერა ხელი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მშობლები აღშფოთებულნი არიან და კარინე ნახატაკიანის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ. „რატომ არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში და ჩვენ ნაცვლად მხოლოდ მშობელთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა. ვისთვის იყო ეს მომგებიანი?“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მშობელთა საჩივრის პასუხად, რესურსცენტრის უფროსმა ნარცის კარაპეტიანმა განაცხადა, რომ დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია საკუთარი განცხადების საფუძველზე, მინისტრმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კანონს უკანდასახევი ძალა აღარ გააჩნია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორს მშობლები უჩივიან
რუსული სკოლის „აღმზრდელობითი მეთოდები“
კუმურდოს სკოლა პროტესტიდან სამი დღის შემდეგ
დაკარგული გოგონების მშობლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოხის  საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს