FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორს მშობლები უჩივიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.09.2012
ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის დირექტორის წინააღმდეგ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საჩივარი შეიტანეს

ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორს მშობლები უჩივიან

მოსწავლეების მშობლები დირექტორის მიერ სკოლაში გოგონების შემოწმების ფაქტს აპროტესტებენ და კომპეტენტურ უწყებებს რეაგირებას სთხოვენ.

საუბარია მეორე სკოლაში 19 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სკოლის საკანალიზაციო სისტემის გაჭედვის მიზეზი ჰიგიენური საფენი გახდა, დირექტორმა გოგონები შეკრიბა და მათ ქვედა საცვლები შეუმოწმა.

დირექტორის წინააღმდეგ სკოლაში დღეს საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა, ბოლო წუთებში სკოლაში მისვლა ყველა მშობელმა ვერ გაბედა. სკოლაში მხოლოდ ხუთი მშობელი მივიდა. აქცია აღარ გამართულა, თუმცა მათ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიმართეს და რეაგირება მოითხოვეს.

შეკრებილები ამბობენ, რომ დანარჩენმა მშობლებმა აქციაში მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით განაცხადეს, რომ ეს შედეგს არ გამოიღებდა. მშობლები ფიქრობენ, რომ არც დირექტორს დასჯიდნენ და არც მასწავლებლებს, მათ შვილებს კი სკოლაში პრობლემები შეექმნებოდათ.
გოგონების მშობლებმა განათლების სამინისტროს ინსპექტორს მაია მაცუკატოვასაც მიმართეს.

„რატომ არც ერთმა მშობელმა არ მოგვმართა, მაშინ, როცა ეს მოხდა? რატომ გავიგეთ სხვებისგან? ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით რა მოხდა, საიდან უნდა გვცოდნოდა რეალური სიტუაციის შესახებ? ზოგმა მშობელმა მაშინვე სამინისტროს მიმართა“, - აცხადებს მაია მაცუკატოვა.

რესურსცენტრის გარდა მშობლებმა საჩივარი საქართველოს სახალხო დამცველის ახალქალაქის ოფისშიც შეიტანეს.

იმ დროის განმავლობაში, ვიდრე მშობლები უწყებებში საჩივრებს ტოვებდნენ, მათ ტელეფონით უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ განცხადებები უკან გამოეტანათ. ასევე სთხოვდნენ, მომხდარზე არ ესაუბრათ მედიასთან.

მშობლებისა და მათი შვილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ”სამხრეთის კარიბჭე” რესპონდენტების ვინაობას არ ამხელს.

„ჩემს შვილს სკოლაში არ ვუშვებ. სხვა ბავშვები კი დადიან სკოლაში, რატომ მოხდა ასე?! მშობლებს ეშინიათ. კლასის ხელმძღვანელებმა გააფრთხილეს ბავშვები, რომ არსად არაფერი მოეყოლათ“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

შვილს სკოლაში არ უშვებს მეორე მშობელიც. იგი ამბობს, რომ გოგონას მომხდარის გამო ქუჩაში გამოსვლის რცხვენია.

„ბავშვი მთხოვს, რომ ქართულ სკოლაში გადავიყვანო, მაგრამ მე-9 კლასშია, ახლა რომ გადავიყვანო, როგორ ისწავლის?! გოგონა იმდენად ნაწყენია, მეუბნება, დედა, თუ სხვა მშობლები მის ცემას დაიწყებენ, შენც დაარტყიო. ბავშვებს ფსიქოლოგი ჭირდებათ. სხვა ქალაქში გვინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემს გოგონას ეშინია, ამბობს, რომ მას იქაც იცნობენ, შეიძლება გაიგონ, აქ რა მოხდა“, - ამბობს იგი.

მეორე კვირაა არცერთ შვილს არ უშვებს სკოლაში მესამე მშობელიც: ”არცერთ მშობელს სკოლაში მოსვლა არ უნდა, მიზეზს ყველა პოულობს. ჩემი ორივე გოგონა სახლშია. ყველა რატომ არ შეამოწმეს და რატომ უთხრეს, შენ წესიერი ოჯახიდან ხარ. ვინ არის ასეთი, რომ ასე ილაპარაკოს?! გარდა ამისა, ავრცელებენ, თითქოს ამას სპეციალურად ოპოზიცია აკეთებს. მე არავის ვუჭერ მხარს, რა შუაშია აქ პოზიცია ან ოპოზიცია?!. და კიდევ, საპირფარეშოში ნაგვის ურნა არ დგას, ყველაფრისთვის არის ფული და ამისთვისაც გამოენახათ“.

მშობლები სამინისტროს რეაგირებას ელოდებიან და ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
„დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი“ - საპროტესტო აქცია ახალქალაქში
მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება
რუსული სკოლის „აღმზრდელობითი მეთოდები“
’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის  წინააღმდეგ
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა