FM97.5 / LIVE

რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი

მთავარისიახლე, განათლება 25.10.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტში, განათლების სამინისტრომ კომპიუტერი 29 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცა, 31–ს კი ამ დრომდე არ მიუღია.

რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი

განათლების სამინისტროში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 60 წარჩინებული მოსწავლეა წარდგენილი. მათ შორის ახალციხის პირველი სკოლიდან 21. თუმცა, კომპიუტერი აქ ჯერ მხოლოდ 15–მა მიიღო.

როგორც პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, ექვსმა მოსწავლემ კომპიუტერი მასწავლებლების მიერ ჟურნალებში დაშვებული ხარვეზების გამო ვერ მიიღო: „ქულების დაჯამებისას იყო პრობლემები, დაკლებული ჰქონდათ ბავშვებს, ამიტომ სამინისტრომ დაიწყო შესწავლა, შემოწმდა ჟურნალები. როდესაც სპეციალური კომისია დაასრულებს კვლევას, ეს მოსწავლეები კომპიუტერებს აუცილბელად მიიღბენ“.

რომელი საგნების მასწავლებლებს მოუვიდათ შეცდომები გოგოლაური არ აკონკრეტებს, თუმცა, ამბობს, რომ ყველა მათგანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

სავარაუდოდ, პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომების გამო ჯერ–ჯერობით კომპიუტერის გარეშე დარჩა სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლეც. „სამხრეთის კარიბჭე“ სკოლის დირექტორს ვერ დაუკავშირდა თუმცა, ერთ–ერთმა პედაგოგმა გვითხრა, რომ „ხარვეზებს სკოლაში განათლების სამინისტრო სწავლობს“.

ახალციხის მეექვსე სკოლაში კომპიუტერი მხოლოდ ერთ მოსწავლეს უნდა მიეღო, თუმცა ვერ მიიღო. „სოციალური ქსელით გავიგე რომ ბავშვები დააჯილდოვეს. რესურსცენტრში დავრეკე და მითხრეს, რომ ჩემი შვილის საქმე ხარვეზიანია და ამიტომ ვერ დააჯილდოვეს. ვერ მითხრეს მისცემენ კომპიუტერს თუ ვერა“,–ამბობს ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი თეა გავაშელი. იგი სკოლიდან და რესურსცენტრიდან იმ დოკუმენტების გამოთხოვას გეგმავს, რომლებიც სამინისტროში გაიგზავნა, – „იმ შემთხვევაში თუ ბავშვს კომპიუტერს არ მისცემენ სასამართლოში ვიჩივლებ“.

მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე ამბობს, რომ მოსწავლის ქულებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს: „ეტაპობრივად ხდება კომპიუტერის გადაცემა, პირველზე ვერ მოვხვდით, მეორე ეტაპზე აუცილებლად აიღებს“.

კომპიუტერი ვერ მიიღო ასევე, ახალციხის მეორე სკოლაში – ერთმა, მესამე სკოლაში – რვამ და მეოთხე სკოლაში ორმა წარჩინებული მოსწავლემ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ ყველა დარჩენილი მოსწავლე კომპიუტერებს ეტაპობრივად მიიღებს: „სამინისტროში გადაგზავნილი მონაცემები მუშავდება. ერთი ნაწილი უკვე დასრულდა და გადაეცათ მოსწავლეებს, ახლა მეორე ნაწილი მუშავდება და მეორე ეტაპზე დანარჩენებიც მიიღებენ“.

განათლების სამინისტრო პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ახორციელებს. კომპიუტერებს ის მეათეკლასელები იღებენ, რომლებსაც მეშვიდე, მერვედა და მეცხრე კლასები ათ ქულაზე, დამრგვალების გარეშე აქვთ დამთავრებული.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ახალქალაქში 38 მოსწავლეს კომპიუტერები გადასცეს
სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა
ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა
სამცხე – ჯავახეთში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
სამცხე–ჯავახეთში 84 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერებს გადასცემენ
პირველკლასელები  Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ
20 ოქრო და 25 ვერცხლი - ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს