FM97.5 / LIVE

ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ მეორე საჩივარს ამზადებს

მთავარიპოლიტიკა 08.04.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთ საჩივარს შიეტანს, მისი განცხადებით, საკრებულოში მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია კანონს არ შეესაბამება.

ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ მეორე საჩივარს ამზადებს

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უკანონოდ შეიქმნა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30–ე მუხლის მიხედვით, ფრაქციის შექმნა მხოლოდ პარტიის წევრებს შეუძლიათ, პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატებს კი შეუძლიათ უკვე შექმნილ ფრაქციაში გაწევრიანდნენ. აღნიშნულ ფრაქციაში კი 4 წევრიდან პარტიის წევრი მხოლოდ ერთია, დანარჩენები წარდგენილი კანდიდატები არიან.

ლობჯანიძე ამბობს, რომ ფრაქციის უკანონობის შესახებ მოგვიანებით შეიტყო: „ამ ბოლო დროს საკრებულოს დაგვევალა გადაგვეწოდებინა სიები, ვინ იყვნენ კომისიებში და ფრაქციებში და რომელი პარტებიდან. შემოვიდა იურიდიული სამსახურის კომისია, რა ვქნა, როგორ შევავსო ცხრილიო, მაშინ აღმოვაჩინე, რომ იყო დარღვევები, განსაკუთრებით, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში“. მითითება მოგვცა პარტიის მონიტორინგმაც, გვთხოვეს გამოგვესწორებინა“.

ლობჯანიძე აღნიშნული ფრაქციის გაუქმებას ითხოვს.

საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ სრული კანონის დაცვითაა შექმნილი. თავმჯდომარის მტიკიცებით, ისინი ვალდებული არ არიან გაარკვიონ რომელი დეპუტატია პარტიიდან და რომელი კანდიდატია.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
”ნაციონალებმა” ახალი ფრაქცია შექმნეს
ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს