FM97.5 / LIVE

ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს

მთავარიპოლიტიკა 13.11.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნება– თავისუფალი დემოკრატების“ სამმა წევრმა, ფრაქცია დატოვა და ახალი ფრაქციის, „ქართული ოცნება–დემოკრატიული ახალციხე“, შექმნა გადაწყვიტა.

ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს
ამის შესახებ, ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი დღეს, 13 ნოემბერს, გამართეს.

„ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ გადაგვაწყვეტინა დაგვეტოვებინა ფრაქცია“ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატები. ფრაქციასთან ერთად ვტოვებთ პარტიას. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში.შეიქმნება ახალი პარტია, რომლის წესდებასაც, მომავალში მოგაწვდით“, – განაცხადა ახალციხის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილმა წევრმა გელა ნოზაძემ, რომელიც ამავე დროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება– თავისუფალ დემოკრატებში“ სამი წევრი იყო: გელა ნოზაძე, პაიცარ მინასიანი და ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გოგოლაძე.

გამართულ ბრიფინგზე ბიძინა გოგოლაძე არ იმყოფებოდა.

ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ კომისიას პაიცარ მინასიანმა გუშინ,12 ნოემბერს მიმართა. ფრაქციის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ უმრავლესობაში რჩებიან და უახლოეს მომავალში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რომელსაც „ქართული ოცნება–დემოკრატიული ახალციხე“ ერქმევა.

„ოპოზიციაში გადასვლა ნამდვილად არ მინდა იმიტომ, რომ რაც შევპირდით მოსახლეობას და რა გეგმებიც გვაქვს განსახორციელებელი, ამის გაკეთებას ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში ვეღარ შევძლებთ. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გელა ნოზაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა