FM97.5 / LIVE

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა

მთავარიპოლიტიკა 25.07.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიების შექმნა დასრულდა. შექმნილია ერთი ფრაქციაც – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომა 22 ივლისს გაიმართა. სხდომაზე ორი მუდმივმოქმედი კომისია და ერთი ფრაქცია ჩამოყალიბდა.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ჯვარიძე საკრებულოს სხდომაზე ერთხმად აირჩიეს; კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ კი ტიტიკო მაღრაძე. 27 დეპუტატიდან მაღრაძის წინააღმდეგი 9 დეპუტატი იყო.

ამავე სხდომაზე შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. ფრაქციის ხელმძღვანელად ბესიკ ბერიძე დასახელდა.
ოთხი ფრაქციის შექმნა მომდევნო საკრებულოს სხდომაზე იგეგმება. ფრაქციას შექმნის კოალიცია „ქართული ოცნება“, „ნინო ბურჯანაძე– ერთიანი ოპოზიცია“, „კონსერვატორები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

შეგახსენებთ, რომ სამი მუდმივმოქმედი კომისია ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე 14 ივლისს შეიქმნა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში