FM97.5 / LIVE

შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა

მთავარიპოლიტიკა 13.03.2015
„ქართულ ოცნება რესპუბლიკელებს“ ერთი წევრი გამოაკლდა, რის გამოც ფრაქცია დაიშალა. ნაცვლად კი ახალი ფრაქცია „ერთობა“ შეიქმნა.

შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე, რომელიც დღეს, 13 მარტს გაიმართა, ერთ–ერთი საკითხი ფრაქცია „ქართული ოცნება რესპუბლიკელების“ გაუქმებას ეხებოდა. ფრაქცია ერთ–ერთმა წევრმა შალვა გოგოლაძემ დატოვა.

„ფრაქციის პლატფორმაში დეკლარირებული იყო ლიბერალური ღირებულებები, რომლის გარშემოც შეიქმნა ფრაქცია, სიტყვის თავისუფლება, თავისუფლებები და უფლებები, პლულარიზმი. ამ ღირებულებების გარშემო შევიკრიბები ნებისმიერ გუნდთან. მაგრამ ამ ფრაქციის მოქმედებაში მე ვეღარ დავინახე, რომ ამ ღირებულებებს წინ აყენებდნენ და ამიტომ დავტოვე ფრაქცია“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში შალვა გოგოლაძემ.

მან საკრებულოს განცხადებით 18 თებერვალს მიმართა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ აცნობეს.

„თუ ფრაქციაში სამ წევრზე ნაკლებია, უკვე დაშლილად ითვლება, მაგრამ შეიქმნა ფრაქცია „ერთობა“, რომელიც არაპოლიტიკურია“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე.

ფრაქცია „ერთობას“ ორი წევრი უკვე ყოფილი ფრაქცია „ქართული ოცნება რესპუბლიკელების“ წევრები ნინო ანანიაშვილი და თამარ გოგოლაძე არიან. მესამე წევრი კი საკრებულოს დეპუტატი გელა პეტაშვილია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია 'ერთობა' შეიქმნა
კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის საკრებულოს ორი ფრაქცია დაემატა