FM97.5 / LIVE

უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება

მთავარისაზოგადოება 10.05.2015
უტყისუბანში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით დაზიანებული სახურავის ნაწილს შეაკეთებს.

უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
მამულაძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის პრობლემების შესახებაც „სამხრეთის კარიბჭე“ წერდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნახევარი ტონა ცემენტით და 30 თუნუქის სახურავით დაეხმარა. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მამულაძეებს კუთვნილი სამშენებლო მასალების წაღება უკვე შეუძლიათ.

„დასკვნა გაკეთებულია. იმ მაღაზიას, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, სამშენებლო მასალების სია უკვე გადავეცით“, - ამბობს გამგებლის თანაშემწე და ასევე სოციალურ საკითხთა და ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, ის 30 თუნუქი, რომელიც მუნიციპალიტეტმა მამულაძეებს გადასცა სახლის მთლიანად გადასახურად, საკმარისი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე მეტის გაცემის საშუალება არ არის.

რამდენი ლარი გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან მამულაძეების დასახმარებლად უცნობია.

„არ ვიცი, ეს დასათვლელია. ახლა არ მცალია კომისიის სხდომაზე შევდივარ“, – აცხადებს ჩილინგარაშვილმა.

სოციალურად დაუცველი მამულაძეები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში ორი წელია, ექვს შვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. დაზიანებული სახურავის გამო სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ოჯახმა დახმარება ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
მოხეში ხანძრისგან დაზარალებულ შავაძეებს გამგეობა თუნუქით და ცემენტით დაეხმარა
იმერთუბანში ხანძრით დაზარალებულს სამშენებლო მასალებით დაეხმარებიან
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება
ხარჯამის სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ