FM97.5 / LIVE

გაჭირვებული ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

მთავარისაზოგადოება 15.02.2013
გაუსაძლისი პირობები და ღია ცისქვეშ დარჩენის საფრთხე. სოფელ ხეოთში მცხოვრები სამსულიანი ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. დიასახლისი ამბობს, რომ გაჭირვებამ მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

გაჭირვებული ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ბ. ბ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში ოროთახიან ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე ექვსი წლის წინ გარდაეცვალა. დაზიანებული სახურავის გამო, წვიმიან ამინდში, სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. სიცივისგან დასაცავად დახეთქილ კედლებში ძველი ტანსაცმელებია ჩაწყობილი. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ დასახმარებლად ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა დაპირების მიუხედავად, არაფერი შეცვლილა.

- ”წინა ხელისუფლების დროსაც დავწერე განცხადება. დამპირდნენ დაგეხმარებითო, 5 კუბური მეტრი მასალა გამომიყვეს, მაგრამ ჩემამდე არაფერი მოსულა. ჭერი თავზე გვენგრევა, ხის მორები შევუდგით, რომ არ დაგვეცეს”, - გვეუბნება დიასახლისი.

გაჭირვებული ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვსოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მიწებს მხოლოდ მცირე რაოდენობით ამუშავებენ. დიასახლისი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეუძლია.

დიასახლისი გვეუბნება, რომ უკიდურესმა გაჭირვებამ მისი შვილი სუციდამდე მიიყვანა.

- ”სავალდებულო სამსახურში კუჭის დაავადება გაუჩნდა, ექიმის ცნობაც მაქვა ამის შესახებ. სამკურნალო ფული კი არა, საჭმელიც არ გვქონდა. ჯარიდან წამოსვლის შემდეგ, დაავადების გამო, ვერსად ვეღარ მოეწეყო, საკონტრაქტო სამსახურში უნდოდა მისვლა და არ მიიღეს. ვეღარც ტკივილებს გაუძლო ალბათ და ვეღარც ამდენ გაჭირვებას და სრულიად ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მინდა ჩემი ტკივილი ყველამ გაიგოს და დამეხმარონ, სხვა შვილებიც მაგ ზღვრამდე რომ არ მივიდნენ”, - ამბობს იგი.

ტრაგედიის შემდეგ ოჯახს დახმარება სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბადრი ზაზაძემ აღუთქვა და ფულად დახმარებას შეპირდა.

- ”ჩემი პირადობა წაიღო, მითხრა, რომ პირად ანგარიშს გაგვიხსნიდა და თანხას გადმოგვირიცხავდა. მაგრამ, რა ხდება ვერ გეტყვით, რამდენჯერაც მივედი, ანგარიშზე თანხა არ იყო”, -გვითხრა მან.

ბადრი ზაზაძე ამბობს, რომ გაჭირვებული ოჯახის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდა. თუმცა იმის გამო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცალკეული ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემა გათვალისწინებული არ არის, ბექაურების ოჯახს ვერ ეხმარებიან.

- ”ასეთი გაჭირვებული საქართველოში ძალიან ბევრია, მაგრამ არ დევს ადგილობრი ბიუჯეტში სახსრები, რომ გაიცეს. პირადად მივიტანე პირადობის ასლი და ანგარიშის ნომერიც ”ლიბერთი ბანკიდან” და საფინანსო სამსახურში შევიტანე”,- გვითხრა ბადრი ზაზაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას არ ფლობენ. საკითხს შეისწავლიან და შემდეგ გადაწყდება დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულ ოჯახს. გაჭირვებული ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

- ”უნდა მივიდე და პირადად შევისწავლო ოჯახი, რაც არ მინახავს, იმაზე ძნელია გავაკეთო კომენტარი. თუ არ ჰყავს მარჩენალი და ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, საცხოვრებელი სახლიც თუ ენგრევა, ბიუჯეტიდან თუ არა, სხვა ფორმით, ან სპონსორის საშუალებით მაინც უნდა შევძლოთ დახმარება გავუწიოთ ოჯახს”, - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ხითარიშვილმა.

ოჯახის ვინაობას ”სამხრეთის კარიბჭე” შეგნებულად არ ასაჯაროებს. დაინტერესებულ ადამიანებს, ვისაც მათი დახმარების სურვილი გაუჩნდება, შეუძლიათ ”სამხრეთის კარიბჭეს” რედაქციას მომართონ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
ხარჯამის სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]