FM97.5 / LIVE

ხარჯამის სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 08.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში სოციალურად დაუცველი ალავიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ხის ქოხი სადაც, სამსულიანი ოჯახი 21 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, საცხოვრებლად უვარგისია.

ხარჯამის სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში მცხოვრები ეთერ ალავიძე ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი. ხის სახლში, რომელიც სოფლის სასაფლაოზე აქვთ ცხოვრება შეუძლებელია, რადგან დაზიანებული სახურავის გამო წყალი ოთახებში ჩადის. ოჯახი დროებით ნათესავთან ცხოვრობს.

ეთერ ალავიძე დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას და მხარის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს სთხოვს.

„ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა ყოველდღე მოდიოდნენ ხმები რომ წაეღოთ, ახლა არავის ვახსოვართ. უკიდურეს გაჭირვებაში ვართ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ეთერ ალავიძე.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეთერ ალავიძემ დახმარების თხოვნით გუბერნატორს გასული წლის მაისში მიმართა, წერილი რეაგირებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ია გოგატიშვილი განმარტავს, ალავიძეების ოჯახს დახმარება გაეწია.

ეთერ ალავიძე ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარება ნამდვილად მიიღო, თუმცა გაჭირვების გამო სახლის გადასახურად გამოყოფილი თუნუქი გაყიდა:“ ჩემს შვილს ხერხემალზე რთული ოპერაცია გავუკეთეთ ღუდუშაურში. რეაბილიტაციისთვის თბილისში ჩასვლა ხშირად გვიწევდა, რადგან თანხა არ მქონდა იძულებული გავხდი გამეყიდა“,–ამბობს იგი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ ალავიძეების ოჯახს უკვე დაეხმარნენ და ყოველწლიურად ერთიდაიგივე მოთხოვნაზე ვერ დაეხმარებიან.

„რომ მოგცემენ სახურავს იმისთვის უნდა გამოიყენო რისთვისაც მოგცეს.თუ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ამ კუთხით უნდა მოემართა“, – აცხადებს ზაქარია ენდელაძე.

რა ბედი ეწევა სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ერთადერთი შემოსავალი 157 ლარია უცნობია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახლი სასაფლაოზე, სახურავის გარეშე
30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს
უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ბორჯომის მერია 80 წლის ქალს ავარიული სახლის სახურავს შეუცვლის