FM97.5 / LIVE

სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.11.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილისში მცხოვრები კევლიშვილები დახმარებას ითხოვენ. დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩადის. მრავალშვილიან ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანია, სტაბილური შემოსავალი არ აქვს.

სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

კევლიშვილებს სოციალური დახმარება სამი თვის წინ მოუხსნეს. ანა ინასარიძე ამბობს, რომ ოჯახში მხოლოდ მეუღლე მუშაობს, მისი ხელფასი კი საჭმლის საყიდლადაც არ ჰყოფნით.

„სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს. ოთხი შვილი მყავს, დიდი ექვსი წლისაა, პატარა კი ოთხი თვის. ხან რომელი ხდება ავად, ხან რომელი. ერთ ბავშვზე 120 ლარი მეხარჯება წამლებში“, – ამბობს ანა.

მისი თქმით, დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩადის, ამიტომ სახლის მეორე სართულს ფაქტობრივად ვერ იყენებს: „სახლის სახურავი არ ვარგა, რამდენიმე ოთახში წყალი ჩამოდის. გაჭირვებით პირველ სართულზე ორ ოთახში ვცხოვრობთ, ბავშვებს არ აქვთ საკმარისი საწოლები, ზოგი ტახტზე მიწვენია. ახალციხის მერიაში დავწერე განცხადება, გვითხრეს, რომ მეორად სახურავს მოგვიტანდნენ, მაგრამ უშედეგოდ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამა, რის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალებით ეხმარებოდნენ, აღარ აქვთ.

„ამ საკითხს ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჯილდა უჩიძემ.

კევლიშვილებმა დახმარების აღდგენის მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოსაც მიმართეს: „ვიცი,რომ ყველას უჭირს და შეიძლება ჩემს ოჯახზე გაჭირვებულებიც არიან, მაგრამ ოთხი ბავშვი მყავს, რომლებსაც ჭირდებათ უკეთესი პირობები, გთხოვთ, რომ კიდევ გამიგრძელოთ სოციალური დახმარება“.

სოციალურმა აგენტმა ოჯახი განმეორებით უკვე გადაამოწმა, თუმცა მიიღებს თუ არა დახმარებას შვიდსულიანი ოჯახი ამ ეტაპზე უცნობია.

სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

[ეთო თოროსიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება
ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]
ახალციხეში 23 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს
ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება