FM97.5 / LIVE

ახალგაზრდები ქალაქის დასუფთავებაზე იწყებენ ზრუნვას

მთავარისაზოგადოება 02.03.2015
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის კლუბის წევრები რაბათის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასა და ქალაქის სისუფთავისთვის სამოქალაქო განათლების კამპანიას წამოწყებას გეგმავენ.

ახალგაზრდები ქალაქის დასუფთავებაზე  იწყებენ ზრუნვას

თავიანთი იდეების შესახებ ახალგაზრდებმა ახალციხის მერიაში დღეს, 1 მარტს, პრეზენტაცია გამართეს. მეექვსე სკოლის სასკოლო კლუბს იდეა World Vision–ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაუჩნდა.

„მცირე დაფინანსებაზეა საუბარი, დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში ფინანსდება პროექტი. მეექვსე სკოლა ერთ–ერთი საპილოტე სკოლაა“, – განმარტავს World Vision–ის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ახალციხეში ისტორიული უბნის, რაბათის ტერიტორიაზე არსებული ტყის დასუფთავება.
„ამ პროექტში უნდა ჩავრთოთ ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის ბავშვები. ისინი დახატავენ ნახატებს და ამ ნახატებით გავმართავთ მსვლელობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ხალხს მოვუწოდებთ, რომ დაასუფთავონ დანაგვიანებული ადგილები და აღარ დაყარონ ნაგავი ძირს“, – ამბობს სასკოლო კლუბის ერთ–ერთი წევრი ვერიკო ქაფიანიძე.

პროექტის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ მათი იდეა გაამართლებს და ქალაქის დასუფთავებაზე მოსახლეობაც იზრუნებს. გარდა ამისა, მოსწავლეები აღნიშნულ პროექტში ქალაქის მერიის ჩართულობასაც ელიან.

„დასუფთავებულ ადგილას ვგეგმავთ ტრაფარეტების დადგმას, სადაც საზოგადოების მიმართ მიმართული მესიჯები იქნება“, – ამბობს ვერიკო ქაფიანიძე.

ქალაქის მერიისგან ახალგაზრდები ხელთათმანებითა და ტრანსპორტით დახმარებას ელოდებიან: „იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან ტრაფარეტების შეძენაშიც“.

ქალაქ ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ახალგაზრდებს პროექტის განხორციელებაში აუცილებლად დაეხმარებიან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებისა და თემის მოწყობაზე მოსწავლეებმა პროექტები წარადგინეს
ახალგაზრდებმა მეორე საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს
მოსწავლეებმა სოფელ მუსხში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს
სასკოლო კლუბების ინიციატივა მათი სოფლებისთვის
'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება
გზამკვლევი ახალციხის ისტორიული შენობების შესახებ
1 ივნისი ახალციხეშიც აღნიშნეს