FM97.5 / LIVE

'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული SKYE კლუბის მიერ მომზადებული პროექტის -„ჯანსაღი ცხოვრების წესი - შენი არჩევანია“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა.

'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

პროექტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და World Vision საქართველოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„წარვადგინეთ პროექტი, რომელმაც მერიის მოწონება დაიმსახურა. სამი დღის განმავლობაში ფრენბურთის ჩემპიონატი მოეწყობა და მასში სტუდენტი გოგონები და ბიჭები მიიღებენ მონაწილეობას,“ – გვითხრა "კომპეტენციები დასაქმებისთვის" პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა ალისა გიმიშიანმა.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი - შენი არჩევანია“ პროექტის ფარგლებში სამ, ოთხ და ხუთ აპრილს ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც გოგონების და ბიჭების რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებისთვის სურპრიზები მზადდება. SKYE კლუბის წევრების მიერ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებების განხორციელებაში მერიის კულტურის სამსახურიც ჩაერთვება და მცირე ინვენტარითაც დაეხმარება.

„კლუბის წევრებმა თავიანთი ხედვა და პრიორიტეტები წარმოგვიდგინეს, მათი პროექტი მისაღებია და მზად ვართ, რომ ყველანარიდად ვითანამშრომლოთ. ვფიქრობ მათი იდეების გათვალისწინებით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის სამსახურის უფროსმა ზაზა თამარაშვილმა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქაოსისა’ და ‘ნიუკასლის’ გამარჯვება - უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა [Video]
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი იწყება
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი იწყება
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 21 მარტი [Audio]
'დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – პროექტი ახალციხელებისთვის [ვიდეო] ®
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – ინოვაციური პროექტი ახალციხელებისთვის ®