FM97.5 / LIVE

1 ივნისი ახალციხეშიც აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 01.06.2013
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გამართული ღონისძიებებით აღინიშნა

1 ივნისი ახალციხეშიც აღნიშნეს
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ღონისძიება დილის 11:00 საათზე დაიწყო. მასში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების უფროსი ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სიმღერები, ლექსები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეები, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საკვირაო სკოლისა და ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. აქვე იყვნენ ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებიც.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “Worls Vision - საქართველოს” სამცხე-ჯავახეთის განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

”ჩვენი სამიზნე სოფლებიდან სასკოლო კლუბის ბავშვებმა გარკვეული წარმოდგენები მოამზადეს, რომლებიც დღეს შეასრულეს. რაც შეეხება საჩუქრებს, მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც სხვადასხვა თემატიკაზე საინფორმაციო მასალები გვაქვს, რომლებსაც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს დავურიგებთ. გარდა ამისა, სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები გვაქვს, რომელბსაც მხოლოდ უნარშეზღუდული ბავშვები მიიღებენ”, - ამბობს “Worls Vision - საქართველოს” სამცხე-ჯავახეთის პროგრამის მენეჯერი კახა გორდაძე და ამატებს, რომ მათი ტრანსპორტირება სწორედ “Worls Vision - საქართველომ” უზრუნველყო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება უფასო იყო და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გარდა ამისა, ახალციხის ციხის ზედა ნაწილის დათვალიერება ყველა ბავშვისთვის თავისუფალი იყო.

”ყველა ბავშვს ვულოცავ ამ ლამაზ დღეს, გაზრდილიყვნენ ჯამრთელები და უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ. დღეს ყველა ბავშვისთვის ზედა ციხის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა”, - ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
1 ივნისის ღონისძიებები ახალციხეში
ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ახალციხეში ”თამარობისთვის” ემზადებიან
„ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა