FM97.5 / LIVE

გზამკვლევი ახალციხის ისტორიული შენობების შესახებ

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2016
ახალციხეში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ისტორიული შენობების შესახებ ტურისტული მარშრუტები და გზამკვლევი მოამზადეს.

გზამკვლევი ახალციხის ისტორიული შენობების შესახებ

თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია ახალგაზრდებმა დღეს, 31 მაისს გამართეს. ამბობენ, რომ ქალაქი მოიარეს, უძველესი შენობების ისტორია შეისწავლეს და მონაცემებს ერთ ნაშრომში მოუყარეს თავი. პროექტში 25 მონაწილე იყო ჩართული.

„საინტერესო იყო მუშაობა. ზოგიერთი შენობის შესახებ ისეთი ინფორმაციაც გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი“, - ამბობს პროექტის მონაწილე ანი გოგნაძე.

გზამკვლევი პროექტის „კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკა“ ფარგლებში მომზადდა. პროექტს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ახორციელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის შესწავლა და გზამკვლევად გაკეთება, რათა ტურისტებისათვის ადვილად ცნობადი გახდეს. ყველა ახალგაზრდამ მნიშვნელოვნად უნდა წარმოაჩინოს თავისი ქალაქის ტურისტული პოტენციალი“, - ამბობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი.

პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, ჯერ მხოლოდ ახალციხეში განხორციელდა. როგორც ტოლერანტობისა და მრაველფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი სახის ღონისძიება სხვა ქალაქებშიც არის დაგეგმილი.

გზამკვლევი ახალციხის ისტორიული შენობების შესახებ

გზამკვლევი ახალციხის ისტორიული შენობების შესახებ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტუმრად ვაკოსთან: ახალგაზრდები კულტურული მრავალფეროვნების სადარაჯოზე [Video]
TDI–მ ახალციხელი სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა
ახალციხეში ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული დასრულდა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კონკურსი სტუდენტებისთვის
ახალციხის მერიამ სამცხე–ჯავახეთის შესახებ გზამკვლევი გამოსცა
კვირის აქცენტი: 'მოხეს კომისიის' სადავო გადაწყვეტილება [Video]
გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი